ბალაგანური


...ან ყურეა ეს ტრეპანგის,
ან ქიმერულ სიზმრის გემი,
მესიზმრება ზღვა, გემბანი,
ცისფერი კუნძული ჩემი,
სადაც ფილმი გრძელდებოდა,
ზედა ლუქს ხსნიდა სულელი,
ჩიტი სწრაფად ფრინდებოდა,
ცხენიც ქურთუკის უბეში...
ეს სიზმარი ექსცენტრული,
აინუსთან, როგორც ბოდვა,
ნაპირებთან ჯადოქრული,
მელოდიის იყო ხმობა.

როგორც ღორი ფორთოხალში.
აირია კარტი ყველა?
ბრუნავს ცხოვრების ბორბალი,
როგორც ტკბილი «მისალმება».
სწორია თუ არა ბრუნვა,
ვინ სცემს პასუხს, ანგელოზი?
თუ მხეცი, ვინც ჩემზე ზრუნავს
და მივყავარ სკნელის ობში?
ძველი კუნძულზე (დიდი თევზი),
იქტიანდერს აქ არ ვეძებ...
მურა, ცაცხვი, დანარჩენი...
ასე შემდეგ... ასე შემდეგ...