თავს ვსაყვედურობ — რომ საკუთარ დანაშაულზე ...
* * *
თავს ვსაყვედურობ — რომ საკუთარ დანაშაულზე,
ამიერიდან სამუდამო მელის გოდება,
სხვა სამყაროში გადახვედი, მაინც რა უცებ,
დავიწყებისთვის გაიმეტე შენი ცხოვრება!..
რწმენას-სიმართლეს მსახურებდი წელი მრავალი,
გატყდი ერთ ღამეს, გაგიფრთხილდი ვეღარ ეტყობა,
ჩემო ქაშაყო, საყვარელო, შენი სადაფი,
დაემსგავსება მომრგვალებულ პარალელოგრამს!
მე არ დავუშვებ, დავიწყებას მიეცე, უცვლელ,
ყოველდღიურ და საზეიმო მაგიდის ნაწილს,
დღესასწაული იყო შენთან ყოველი უქმე,
თუ სილამაზით არ ბრწყინავდი, ჰყვაოდი მაინც!..
რის გადატანამ მოგიწია... რევოლუცია,
სამოქალაქო, კიდევ ორი მსოფლიო ომი,
ხელისუფლება საბჭოეთის და ამბიცია,
თავში ვერ ჯდება, ამ ყველაფერს ვერ წვდება გონი!..
მაპატიე და მე მიყვარდა ქაშაყი ხახვით,
კარაქით, დანა იყო ჩემი ჩვეული ხერხი,
შებოლილს, თევზი იყო იგი, თუ იყო შაშხი,
ხან ცივს და ხან ცხელს შენს ლანგარზე ამ დანით ვდებდი!..
უზარმაზარი სერვისიდან რჩებოდი მარტო,
უსასრულობას შეუერთდი, ამ დროის სვლაში,
ვერ გაგიფრთხილდი სამწუხაროდ და ამას ვდარდობ,
ვდარდობ წინაპრებს, იმათ ხსოვნას და ცოცხალ კავშირს!..
ამ ერთჯერადი სუკუნის ერთგული შვილი,
სამომხმარებლო საქონელით ვერ ჩაგანაცვლეს,
შენ არ ყოფილხარ ვაჭრუკანთა დახლების ჩრდილში,
შენ ვერ გაგცვალეს ვერც პურზე და ვერცა შაქარზე!..
ნახვამდის ჩემო ოჯახურო,»კუზნეცოვურო»,
მემკვიდრეობით ვერ გადაგცემ შთამომავლობას,
მჯერა არსებობს ის სამოთხე, რაზეც ვლოცულობ,
შენებრ ნივთებზეც წყალობა და მადლი გადმოვა!..