კლდე
გენერალ-გუბერნატორი ანაწილებს მხედრებს,
ესპანურ ბატარეაზე ლეგენდარულ რეიდს,
მესამე წელია, რაც რომ სევდას სისხლით წმენდენ,
ღამით ლულებსა და დილით იპარსავენ წვერებს,
ვახშმობისას კი გვიან, თავს იტყუებენ სკორვით,
დილით კრეკერებით, კბილებში სიმინდის ხორცით.
ცხენი იხარშება ქვაბში, ვახშამზე მისატანს,
ცხენოსნებს უგზავნიან, ღრძილებში გამოცრიან,
გარნიზონის წვნიანში კვერცხებსაც ქედს უხრიან,
მაგრამ ჩვენ მაინც არ დავთმობთ გიბრალტარს!
ორმოცდამეთვრამეტე ბატალიონში ერთმა,
გორაკზე აფრა დაუშვა ბუნებაში დასასვენებლად,
ჯოჯოხეთისკენ პარაპეტზე ზემოდან სტვენა,
ხოლო სხეული არწივივით არა ჩერდება,
ან ქალბატონიც კარავში რომ იცვამდა წინდებს,
ნაპერწკლებივით მიეფანტა აქაურ სიცხეს,
დაკრძალვისთვის წყვილს კუბოში როგორ ჩაატევ,
წინდა იპოვეს მხოლოდ ერთი, ვინ რა ინატრა,
პოზიციებზე გინებაა, ბილწად ლანძღავენ,
თან ჩურჩულებენ — არ დავუთმობთ არვის გიბრალტარს!
ეხ, ნეტავ მაინც სახლში ვიყო, იორკის მხარეს,
სწორედ ამაზე მეზობელთან ვლაპარაკობდი,
ვინმე გაისვრის, მე ვიქნები მკვდარი ანდა ეს,
ვის შევეკითხო, თუ ორივე სხეულს დავშორდით?
ციხე-ტაძრები მოცურავენ ჩვენკენ გვამებით,
ომი არ არჩევს ვინ მოვკვდებით და ვინ დავრჩებით,
მზის დამწვრობისგან, თუ სულელურ ატომისაგან,
საღამოს თითქმის მეოთხედი ექიმთან მიდის,
შარდს და განავალს ერთ დიდ გროვად ვალაგებთ რიგში,
არ დავთმობთ გიბრალტარს!
გენერალ-გუბერნატორი ელიოტი ეს ისაა,
ვისზე მაღალი არ არსებობს ავტორიტეტი,
არად დაგიდევთ სამყაროს წესს, მის ზევითაა,
ნაწილებს უცვლის გაფუჭებულ ატომებს, ჩვენ კი,
მკვდრები ვართ, მაგრამ მაგრები ვართ ცაზე და კლდეზე,
თითქოს შუშის ქვეშ მაგიდის ფართს სიმშვიდე ეძებს,
და როცა უკვე უკანასკნელ ურანს მივარტყამთ,
დრო აორთქლდება, ფსკერზე წავა მარადისობა,
დავთმობთ ძველ სულებს, ჩავაბარებთ დროის დინებას,