ვინ, ვინ მალავს ლოკოკინას ნელა მავალ ცაცხვის ეტლში...
* * *
ვინ, ვინ მალავს ლოკოკინას ნელა მავალ ცაცხვის ეტლში,
ვინ უყურებს გაყინულ წყალს
და ვინ მალავს ან ძაფს ნემსში?
ვინ, ვინ ხედავს ეთერულ შუქს და მომჟავო ვერცხლის წვიმას,
და სამოთხის ბილეთს ეძებს მკვდრისთვის,
თანაც ძაან იაფს?
წუთიერი ვერცხლისა და უფერული წყლის მორჩილი,
თევზი ტალღებს დასთამაშებს,
ვერცხლისბურთად წამოჩრილი.
მას სიკვდილი შეაწუხებს თევზის, ვინც იმის ძვლებს დაღრღნის,
შიშისაგან ძილს და სიკვდილს
მოახერხებს ვეღარაფრით.
დაიძინე, ბავშვო ხელო, სიკვდილს გადაუსვი ხელი,
კაცი ვერას დაინახავს შუშით გამადიდებელით.
ის მკვდრების წინ არ დადგება და არც ცოცხლებს მოიგონებს,
ბავშვსაც ავნებს და საკუთარს
წაირწყმიდავს სულსაც ოდენ.
ბრმა ფანჯრიდან იყურება, კატა მისთვის არის მთვარე,
განშორებას მარადიულ სიცივეში
ასამარებს.





