მე პირველმა გავიღვიძე...

                                                                                                     
                                 * * *

მე პირველმა გავიღვიძე. ფანჯარაში იყო მთვარე.
მიდიოდა ძილში ზურგი, ზურგი ფანჯრის მიმდებარედ.
მზე ზენიტში იყო თეთრი, მის ჩრდილებთან გავიარე,
ბედის ფერში — ტანსაცმელში სახეები დავინახე.
ბედი, მზეზე გადამწვარი, როგორც ბაღი ივლისისა,
მტვერში იყო გახვეული ბრმა ურდოთა, ტევტონიკთა.

ცაზე ბრწყინავს შემოქმედი და სახიდან ოფლი დასდის.
ყველაფერი ცურავს, დნება, გავიფიქრე, — ცხვრებისავით,
რომ მეც დამნაშავე მქვია, გზა-გზა გავიმეორებდი:
„ნგრევა, სისხლი, ტირანია“.

ვიგრძენ ყველა ზეციური ტონის სიმძიმე და მივხვდი,
რომ დანაშაული არის უდანაშაულო ფიქრი,
რომ ჩემს ხალხზე რბილი ღმერთი კი არ არის გაბრაზებით,
მასში არის რაღაც ჩიპი ჩადებული დანანებით...

და სჯერა რომ პასუხს აგებს ადამ და ევასთან ერთად,
სოდომ-გომორის ცოდვაზე, ფანჯრის მიღმა რასაც ხედავს,
ომებზე და მეფეებზე — მკვლელებზე და მოკლულებზე,
ბაბილონზე, გულაგებზე, რაიხებზე, კიდევ ბევრზე,
უკრაინა და გაზპრომზე, სამშობიაროთა დარდზე,
ღმერთო, ღმერთო, ღმერთო, ღმერთო იქ, სადაც ჩვენ დავიბადეთ.

და მე მსურდა დამეყვირა, ეს თამაში შეგვეწყვიტა!
შეიცვალა დღე, რომელიც გუშინ იყო, გუშინწინაც...
დავივიწყოთ უნდა კანქვეშ შეყვანილი მამის ცოდვა!
ჰოდა, უნდა განვიწმინდოთ, განვიწმინდოთ უნდა, ჰოდა!!!

ისინი კი მიდიოდნენ, მკერდზე ყველას ჰქონდა
ხვრელი: ზედ თითებზე ჩასაცმელი...