შეხე, ანგელოზს სიტყვა უპყრია...


                      * * *

 შეხე, ანგელოზს სიტყვა უპყრია,
და ფრთიდან ფრთაზე მხარი იცვალა
რა სანდოა და რა სათუთია,
რა ჩუმადა ცლის ცრემლის ფიალას...
აი, მეორე წამოიმართა
უფრო ძლიერი და ძვალმაგარი
ის განა მსუბუქ სამოსს იკვართავს,
ჩვენს თავზე ფრინავს მხარზე ნაღარით.
რომ ჩაუქროლებს ეს ანგელოზი
შემხვედრ ანგელოზს მინდვრის წიგნებით,
მხრებში ჩავმალავთ ფრთებს ასე ლოცვით
და დედამიწას გავეხიდებით.
რა ტკივილია დედამიწაზე
და ანგელოზის მესმის სიტყვები...