როგორც დგანან, ისევ ისე იდგნენ...
* * *
როგორც დგანან, ისევ ისე იდგნენ
ეს ნივთები, ადგილების შეცვლა
არ სჭირდებათ. აღარაფერს ვცვლი მე,
პედანტიც და რეტროგრადიც მე ვარ.
ოღონდ დარჩეს, ისე როგორც არის,
ყველაფერი ნუ დარჩება ოღონდ,
მაღლა თაროს რომ ამშვენებს თასი,
დაბლა იყოს, რომ არ ვიზეძრომო.
კარგია, რომ ვერა ვხედავ ხაზებს
და ნაპირებს, გადამექცა ჩვევად,
მითხარი, რომ რუტინერი ვარ მე,
ცუდია, რომ მეტსახელად მერქვას?
და არც ერთი ღირსებაზე სიტყვა,
ეს ცხოვრება უფსკრულია, ვამჩნევ,
როგორც არის, ყველაფერი ნეტავ,
ისევ ისე შეუცვლელად დარჩეს.
გაიმარჯვოს თებერვალმა, ეგებ,
ოქტომბერი შეძვრეს ფარდის მიღმა,
გოგოს რევოლუციონერს ვეძებ,
ექსტრემისტი, მეოცნებე მიყვარს





