მოხრილ ნეკერჩხლებს გადაუვლის მალე სილურჯე...
* * *
მოხრილ ნეკერჩხლებს გადაუვლის მალე სილურჯე,
თეთრი წიფლები ივსებიან გაყინულ შუქით,
სხვა არაფერი... მხოლოდ შენ და მხოლოდ სიჩუმე
და მხოლოდ მთვარის მეწამული გაშლილი კუნთი.
შენ ცაცხვო-ცაცხვო, ფანჯარაში გარდაცვლილის და
მალაფეური ბუჩქის სუნი დარდებს გიყუჩებს.
მხოლოდ ქარი და სიბნელე ჩანს ახლა იქიდან...
მხოლოდ მუსიკა... მხოლოდ შენ და მხოლოდ სიჩუმე...
არც შევიხედავ, სადაც დალპა ჭექა-ქუხილი,
სადაც სიჩუმე ჩაიკეტა არსის დილეგში,
მე ნავსადგურში მუხის ნავში ვწევარ უნდილი,
ვცურავ შუშებთან, ბოლო ბუხრის დახრილ ჩრდილებში...





