სიცოცხლე ნავთივით იწვის, სილურჯეც ნელ-ნელა ქრება...


                                        * * *

სიცოცხლე ნავთივით იწვის, სილურჯეც ნელ-ნელა ქრება,
ასპენის ქერქის მკვდარ ცეცხლში ჰაერიც ნივთივით ხდება.

დაიღალა დედა, დაწვა, ანგელოზი ფრთებს იკეცავს,
შუშის მუნჯი ნაპრალიდან, თავისუფალია მზერა.

ღამე ფერფლში იძირება, კატასავით ჩამომხმარი,
სუფრაზე სიმინდის ბლინი გაცივდება საცა არის.

მოწყალეა მხოლოდ ღმერთი და პატარა საყდრის გვერდით
ხორცს ისხამენ ისევ მშრალი ძვლები მიცვალებულების.