ისე დიდხანს ვცხოვრობ, არვინ მიყვარს დღემდის...

 
                                    * * * 

ისე დიდხანს ვცხოვრობ, არვინ მიყვარს დღემდის,
შეცდომები ჩემი, სხვისიც დამრჩა ურვად,
მე შემეძლო შენი ერთი გაღიმების,
გულისათვის მთელი ზღვები გამეცურა.

შემოდგომის მინდვრებს მიჰყვები და მოგდევ,
რომ გზა და გზა გკითხო ჩემს უიღბლო ბედზე,
მზად ვარ ჩემი წლების ნახევარი მოგცე,
როგორ შევძლო ყოფნა, თუ უშენოდ ვერ ვძლებ?!.