ჰოლანდიური ღუმელივით მწველ სამყაროში...


                                * * *

ჰოლანდიური ღუმელივით მწველ სამყაროში
ტბორიდან მოსულ ქალთევზას ცივ თეძოებივით,
ვით შობის ღამე, გაყინულ და ცხელი საშოთი,
ვით ვერცხლისწყალი შემოდგომის თასებშევსილი, —

ზეცა იხსნება, როგორც ყუთი კლიტით სპილენძის,
და ამ სანუკვარ სექტემბრის დღეს
ხელისგულებზე კრამიტიან ციდან წყდებიან
ანგელოზები, ვარსკვლავები, ქარვის გულები.

და თუ ამ ზღაპრულ სამყაროში თაგვი გაჩნდება,
და შეგაშინებს ნაცრისფერი შიშით, შრიალით,
ყელში ანგინა ნაცრისფერი დაიკლაკნება
და დაირღვევა ზეცის თაღზე შუქის ბრდღვიალი.

გავხსნით სიმაღლეს — დე, იაროს ქარმა ფარდებში! —
იქ კი, სულ ზევით,
ნისლს დაიჭერენ ფრთებიანი უფლის კატები,
თეთრ და ცისფერი მინანქრის თეთრში.

თავს დაეცემა თაგვი მცველებს, ობობას ქსელით
დაატრიალებს ცაში ქარებს ვერცხლისფერ წლებით,
და აჰა იგი უკვე იქცა სისხლიან წვიმად,
დაე, დაეცეს ჩვენი ბაღის ბუჩქების ძირას.