ნოემბერია, აუზი ჯერ არ გაყინულა
* * *
ნოემბერია, აუზი ჯერ არ გაყინულა,
წყალი ჯერ კიდევ ცოცხალია კვლავინდებურად,
მოდი აქ, ჩემთან, სადაცა ჯობს ახლა,
მე მომეყრდენი, ნუ გეშინია.
წყალში, ყველაზე ღრმა არის სადაც,
სველ, მძიმე მიწის ნაგავსა და
ჩაძირულ ფოთლებს, გზას გავუკვალავ,
ხელს ჩავყოფ ღრმაში.
მუჭში — კენჭები. სამი,
ოთხი
(წვეთები ასე იფილტრება თითების შუა
და მუქი წყალი უბრუნდება წყალს).
კენჭები, სამი — შენთვის, ძვირფასო, ხოლო მეოთხეს
მე დავიტოვებ.
მაგრამ არა, ესეც აიღე.
შენ დაგჭირდება, აიღე-აიღე! —
მიდიხარ ჩემგან ასე ამგვარ სიმსუბუქეში, უძირობაში,
რომელშიც ყოველი წონა განძივითაა.




