ცივ სახლში მეფობს სიჩუმე, სევდა...
* * *
ცივ სახლში მეფობს სიჩუმე, სევდა,
არ ვყვირი ბრაზით: „ცხენი აქ, ცხენი!“
რა დამრჩენია, ძვირფასო, ვხედავ,
ხრავს დილის ნიავს შუადღე ცხელი!
ცივდება კერძი შეჭირხლულ მოლზე,
ისვენებს ღმერთი, სამშობლოს სძინავს,
ჩაიდანს თითქოს უჭერენ ხორხზე,
კივის და ჩემი სიბრაზეც გმინავს!
ტრიუმფალური სპილენძის ზარზე,
გავყავართ ისევ სასმელად ჭაჭის,
გაანადგურეს დათვებმა ასე,
გაანადგურეს შეეძლოთ რაც კი!
სახლებს და ხეებს დრო ცოცხლად ცელავს,
შემოდგომა კი მოდის და მხნეობს,
სოფელში უკვე მკვდარია ყველა,
ყველა, შენს გარდა, ძვირფასო ჩემო.
ნეტავი როგორ მიპოვე დილით,
გამოექეცი ან ჭორებს როგორ?
შალითად გეცვა ნაქსოვი თრიმლის,
უთავსაბუროდ იყავი გოგო!
რა გინდა ამ ჩემს წაგებულ ომში?
ნორჩი ხარ, ჩემი სიცოცხლის მშვენი,
მძულს ეს სამყარო, არა ღირს გროშიც,
არ შემოავლო სხეული შენი!
ცივ სახლში მეფობს სიჩუმე, სევდა,
არ ვყვირი ბრაზით: „ცხენი აქ, ცხენი!“
რა დამრჩენია, ძვირფასო, ვხედავ,
ხრავს დილის ნიავს შუადღე ცხელი!
ცივდება კერძი შეჭირხლულ მოლზე,
ისვენებს ღმერთი, სამშობლოს სძინავს,
ჩაიდანს თითქოს უჭერენ ხორხზე,
კივის და ჩემი სიბრაზეც გმინავს!
ტრიუმფალური სპილენძის ზარზე,
გავყავართ ისევ სასმელად ჭაჭის,
გაანადგურეს დათვებმა ასე,
გაანადგურეს შეეძლოთ რაც კი!
სახლებს და ხეებს დრო ცოცხლად ცელავს,
შემოდგომა კი მოდის და მხნეობს,
სოფელში უკვე მკვდარია ყველა,
ყველა, შენს გარდა, ძვირფასო ჩემო.
ნეტავი როგორ მიპოვე დილით,
გამოექეცი ან ჭორებს როგორ?
შალითად გეცვა ნაქსოვი თრიმლის,
უთავსაბუროდ იყავი გოგო!
რა გინდა ამ ჩემს წაგებულ ომში?
ნორჩი ხარ, ჩემი სიცოცხლის მშვენი,
მძულს ეს სამყარო, არა ღირს გროშიც,
არ შემოავლო სხეული შენი!





