ვეფხვის ტირილი

            
იცით თუ არა თქვენ
როგორ ტირიან ვეფხვები
გმინავენ ცრემლებად იღვრებიან
თათებით
პირს იკრავენ
და ხუჭავენ თვალებს
რათა
ცრემლები არ ჩამოუვარდეთ
სეტყვასავით
დიდი
ბერძნული კაკლის ზომა
ოჰ
ეჰ
როგორ გამოიტირებენ
ვეფხვები
ხმოვანთა დაბოლოებებსა
და თანხმოვნებს
იცით თუ არა თქვენ
ვეფხვების ტირილი
ძლიერი
მიწაზე მოძრავი
სიყვარულის პაროქსიზმში
მსხვერპლი რომ მიუსწრებს
საკუთარი ჩრდილის სახით
კლდიდან
თავისუფალ ვარდნაში