სებასტიანე

ახლა ყველაფერი ხვდება გულზე,
ისრებს ხელებზე ვერ გადაიმტვრევს,
მოთქვამს: „ამას, მამა, ვერ გავუძლებ:
შენ რომ იტანჯები, პარაკლიტე“.

სამწყმსო ბოროტების ახლოსაა.
(ზენონ, აქ ლოგიკა ვერ გვიშველის)
სული მიწიდან რომ ამომძვრალა,
მიმართული არის ზენიტისკენ.

ისარი ფრენისას არ ისვენებს,
(ელეატუსმა რომ ბრმად აქცია)
ეს ქალწული არის თავის მხრებზე,
პლედში მოწამე რომ გაახვია.

ის გამჭვირვალეა, მაგრამ გამძლე.
წამი საუკუნედ გაგრძელდება,
წმინდანი აქ დგას და გვითვალთვალებს,
ჩვენ, ამ წუთიერებს, სანამდეც ვართ.