მილიონი წელი უფსკრულიდან მოდის...
* * *
მილიონი წელი უფსკრულიდან მოდის,
რომ აქ ჩაიძიროს, ჩემი თვალის ფსკერზე,
ვარსკვლავები ასე რომ იწვიან შორით,
შეშინებულები, გაოცებულები
სწორედ ასეთი ხარ, შენც, პოეტო დღემდე!
ღამის ნათურები აბრმავებენ თვალებს,
დასტური აქვს ანდერძს ყველა ოდისევსის,
მაგრამ ის ვარსკვლავი ჯერ არ არის ცაზე,
ჩვენს შვილიშვილებს რომ ესიზმრებათ ბნელში
და მათ მარადიულ სალამს რომ გადასცემს.





