მინის ბადე და კიტრის მათრახი...
* * *
მინის ბადე და კიტრის მათრახი:
ჭრიჭინას ტანი ამა დღის იქით,
არც ჯადოსნური ჯოხი არ არის,
ჭკუიდან შეშლილ პაგანინისთვის.
სათბურის გულში, ორთქლში ნარჩენთა,
გასქელებული ისმის სტაკატო,
როგორც ცისფერი ჩადრის გატეხვა,
ამ ტრადიციებს რომ არ ღალატობს.
და საიდუმლო ცას და თხრილს შორის,
კეთილშობილის გამოვლინება:
ფქვილი, მუსიკა — ფიქრებს მიმოშლის,
სუნთქვა კაპრიზით მიედინება.





