მოზაიკა

    რაა გული? დაუმუშავებელი ბაღი
                                                  მ. კუზმინი

ბაღი კი არა — ვეტროგრადია,
გაუვალი და მიტოვებული,
ხმება, იწყება დაშლა, ქარს მიაქვს,
ეს ყვავილებიც ბაღის ქებულნი...
ღმერთი-მებაღე კმაყოფილია,
ბაღია მისი გაშენებული,
თუმც ჭკნება, ჭკნება ნელ-ნელ ეული.

 ბალახი ბუჩქებს აეხლართება,
თითქოს კრთებიან ბამბის ფარნები,
გადამიღობეს გზა მეც ხლართებმა,
ვიხეტიალე ამ ხაფანგებში...
სული კი მიწის მარილს აჰყვება,
კანონი არის ვიწრო ამ ქვების,
ხედი იშლება უკან ბაღების.

მე შევისწავლე ფოთლის ქსოვილი:
კბილნი, ვენები — სიმეტრიები,
ლამაზადაა გამოწყობილი,
ავადმყოფობის არ აქვს ნიშნები
აქვს ყველაფერი გამოზომილი,
სიკვდილსაც აღარ შევუშინდები,
უსარგებლოა ტოტი ცთომილი.

ვერც ცაცხვი, შხამი რკინა-გოგირდის,
ვერ შეაჩერებს ნეკროზს ვერცერთი,
ლაქით, დამტვერვით სისხლში რომ მიდის,
რაღაცნაირი ფერთა შეფერვით,
უკვე მთავრდება სულის ბოგინი,
ფესვებს სიღრმეში წასულთ ვეხები,
დრო მოვა, ალბათ ვეღარ შევხვდებით.

ხმელი ნიმუში არის რა თხელი,
არქაული რომ ხდება ნელ-ნელა,
ავადმყოფობა, როგორც ასეთი,
 სრულყოფილებას უძმობილდება,
და თუ ასეა, სირცხვილს რას ვერჩით,
ყველაფერს შველის განადგურება,
მაშ მოზაიკით დავტკბეთ იქნება.