ოცდამეერთე საუკუნის ახალწვეულებს...


                       * * *

ოცდამეერთე საუკუნის ახალწვეულებს
მარტოხელა დედების გაზრდილთ
ცხოვრება აიძულებთ კაცები გახდნენ

საკუთარ თავზე პასუხისმგებლებს
მათ ევალებათ თხრილიდან ადგნენ
ჩაერთონ ომში ბუნკერში ჩაწვნენ
სადაც რიტმულად იქნება ხმები
გულგრილად მავალ სატვირთოების.

დეზერტირების არმია ნახე
საკუთარ ზურგში აკეთებს დარტყმებს

ჟლეტს ქალაქგარეთა რაზმებს
კატეგორიულ იმპერატივის
თავის ვარსკვლავურ ტყვიამფრქვევებით