შავი სველი დენთი და ბენგალის ცეცხლი...


                         * * *

შავი სველი დენთი და ბენგალის ცეცხლი,
ჩამწვარი ასანთი, ბელტი, ნედლი სივრცე,
გაიხედავ ცაში, უცებ შავი ხვრელი,
განუზომელ ციდან გაუნძრევლად გიცქერს.

უნებურად ყვირი, არ გრძნობ ფეხებს, მკლავებს:
— აიღე ეს გული, ღმერთო, მარჯვნივ შენთან! —
ეს წითელი ბუშტი, ლამისაა გასკდეს
და რეზინის ქსოვილს გამძაფრებით ღეჭავს!