ვასილი ბოროდინი
დაიბადა 1982 წელს მოსკოვში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საღამოს მეტალურგიული ინსტიტუტი. მუშაობდა რედაქტორად, კორექტორად, ილუსტრატორად. ავტორია ექვსი პოეტური კრებულისა, მათ შორის „სხივი. იალქანი“ (2008), „ცირკი ქარი“ (2012), „ელკის კუნძული“ (2015), ასევე პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიებისა თანამედროვე პოეზიის შესახებ. ანდრეი ბელის პრემიის, „მოსკოვის ანგარიშის“ მთავარი პრიზის, რუსულ-იტალიური პრემია „ბელა-ს“ ლაურეატი. გარდაიცვალა 2021 წელს.
„ლოგიკასა და აბსურდს შორის დაბალანსებული ბოროდინის პოეზია გარდაქმნის სივრცისა და დროის ჩვეულ აღქმას“, — დაასკვნა პოეტმა და კრიტიკოსმა დენის ბეზნოსოვმა.