აი იასამანი, როგორც საბჭოეთის დროს...

                       
                         * * *

აი იასამანი, როგორც საბჭოეთის დროს,
უარესად კი არა, უფრო ყვავის დილიდან,
მაგრამ მე ჩემს ცხოვრებას ნაწილებად არა ვყოფ,
გუბეში არეკლილი ბუჩქის გასწვრივ მივდივარ.
როცა მეკითხებიან: ვწერ თუ არა ჯერ ისევ
უფრო განსხვავებულად, ახალ დროის სამანში,
მე არ ვდგები კონტურზე, არ ვარ ყავარჯნებისკენ.
ისევ ვარდისფერია ჩემი იასამანი.