შენ იმას: შესდექ, მადროვე წამი...

                         * * *

შენ იმას: შესდექ, მადროვე წამი,
არ ვიცი, რატომ მეტკინა თავი,
დილიდან ღვინო ავავსე, ვასხი,
სარკეში ვხედავ, რას მიგავს სახე?
შენ იმას: ჰოპლა, დღეები რბიან,
ბნელდება, იყო სულ წეღან დილა
და სულიც ჩემი ემსგავსა საცერს,
რატომ-თქო? იმან: კარგია ასე.

ბალახს ჭამს ჰიპოპოტამი, ხოლო,
აქ მდინარეში ნიანგი ცხოვრობს,
სუყველას უყვარს ზოოპარკ-ბაღი,
ისმენენ ხრიაკს, მიაუს, ღნავილს.
მე წესრიგში მაქვს ფენები ცათა,
მდინარეები, ტყეები, ზღვა მაქვს,
კოღო-ტენორი ბალახში მღერის,
რით ვაჭრობ? აბა მანახე ერთი.