ყოფს ძაღლის ენა უხეში...
* * *
ყოფს ძაღლის ენა უხეში
ამ უსარგებლო ხელებს.
ჩურჩულებს, ყვირის სულელი,
თითქოს რაღაცას ეძებს.
ხელიდან ბედი ეცლება,
ჩიტებს ატყუებს ოდენ
და წვიმაც კრძალვით ეცემა,
სახეს, სახურავს, ფოთლებს.
ჩვენ ვდგავართ კრემლის კედლებთან,
როგორც ტავერნის კართან,
ჭუჭყი და მტვერი ეხვევა,
ამ იმპერიის ჩარდახს.
ჰაერი დაბუჟებული,
ჭეშმარიტებას აფრქვევს,
გაუდით აურზაური,
ლოყაწითელა ბავშვებს.
წერილებს ცრემლი ემჩნევათ,
ძველი საფოსტო მარკის
და ჯარისკაცებს ეცემათ,
ამ ცივ გერმანულ პარკში.





