სამოთხეა ტოლსტოის, პუშკინი რომ კითხულობს...
* * *
სამოთხეა ტოლსტოის, პუშკინი რომ კითხულობს.
მარადიულ გაზაფხულს ეს სჯობია ნამდვილად,
შეგიძლიათ ისევ და ისევ წარმოიდგინოთ,
მდელო როგორ ყვავილობს, სიმწვანეში ჩაზრდილა.
მაგრამ, გარდა ალუბლის, ანდა იასამანის,
მაგალითად, მე მომწონს ხვატი ნაშუადღევის,
თბილი საღამოების მოჩრდილული სამანი,
გაიხსენებ ველურ ვარდს — და მე დამეთანხმები.
აგარაკზე სტუმრები შეიკრიბნენ... გამვლელმა
გზატკეცილზე ზღვისპირის ნახა ბრბო და ეტლები,
ბედნიერი ოჯახი არის ყველა, ასე სჩანს?
კიდევ უნდა ვიფიქრო... ალბათ არა, ვერ ვხვდები.





