უთქვამთ, არარატის მთაზე ძველ ბიბლიურ გემებს სძინავთ...
* * *
უთქვამთ, არარატის მთაზე ძველ ბიბლიურ გემებს სძინავთ.
უთქვამთ, სადღაც შორს რომ არის აბელის ძვალთ შესალაგი,
აარიდე თვალი ჩემი ამ ამღვრეულ დედამიწას
და ამ სხეულს, პულსირებულს მიმოფანტულს მტვრის საფარში.
აარიდე თვალი ჩემი პოლიციელების ხროვას,
ყური ჩემი აარიდე განგაშის ხმებს, ომის თემებს.
ამბობენ, თუ გაბრაზდები, შენ დაგრჩება თავი ოხრად.
ამბობენ, თუ გადაარჩენ, ესე იგი იბეთლემებ.
დამანახე, სად ვიცქირო, რომ თვალები დავიმშვიდო.
დამანახე, სად გავიქცე, რომ ვუშველო ბავშვებს რამე.
ამ ცალ-ცალკე მინიშნებით არსის ვითარებას ვიცნობ:
შენ ხურდები ბრაზისაგან, თვალებს ბოღმით ატრიალებ.
ბოლო მონაცემებიდან ვაკვირდები თავად როგორც,
მთელი ეს კაცობრიობა შენით შექმნილ-მოგონილი,
სულ ხელახლა ღორძინდება, რაც არ უნდა შეიცოდო,
გინდ სასაკლაოზე გყავდეს, უცვლელია მისი ნირი...
რა ხანია არ მსმენია სიმფონია ჭრიჭინების,
ჩიტთა მღერა, უცოდველთა, ვინ დაუგოს იმათ მახე,
არც ჭვავები ლურჯფერებში არ ჰყვავიან ცისფერები.
თუ ოდესმე შენ ისინი შეგიქმნია, დამანახე.
გაიცვითა მიწიერი ჭურვი, სული გაფერმკრთალდა.
მოხუცი და ახალგაზრდა, ორამდე თვლა დავისწავლე.
ალბათ დარჩა სადმე კუთხე, არ ქცეული ჯერ კვლავ მტვრადა.
თუმცა მე სად გავიქცევი თუ ორივეს ხელს წავავლებ?
ყველაფერი უფსკრულშია, ნახე, მოდი და განსაჯე.
ჩემი გამაფრთხილებელი მზერა გვერდით გაიყვანე!
როგორ დავდგე, სად ვიყურო? ამ ორისთვის? დამანახე.
დამპირდი, რომ ხელებიდან ამ ლამაზ ჩიტს გამოაფრენ.