ჰოლანდიელი
(წიგნიდან «მოსკოვის ზღაპრები»)
ის პირველად ღამის 11 საათზე ნახეს (ოქმში ასე ეწერა — სადღაც ღამის 23:00 საათზე) კუტუზოვის პროსპექტზე.
იანვარი იყო, დღის ამ დროს ისედაც დაცარიელებულ სამთავრობო გზაზე თოვლის ე.წ. გველები დაცოცავდნენ, ტრაპიკი — მაპატიეთ, მეზარება მისი უფრო რუსული სიტყვით ჩანაცვლება (და ნუთუ, ეს ჯერ რუსული სიტყვა არ გახდა?) — თითქმის აღარ იყო, მხოლოდ ხანდახან ყველაზე ძვირადღირებული ბრენდებისა და მოდელების მანქანები დაფრინავდნენ ცნობილი გარეუბნების მიმართულებით. ჯიქურად მიიწევდა, არავინ იცის სად, ერთი მარტოხელა ოთხას მეთორმეტე მოდელის „მოსკვიჩი“ გაღუნული სახურავით — ზედ დატვირთული ყველა ნაგვით, ყინვაში მორყეული უკანა ფრთებით და ნახევრად „მძინარე“, მოციმციმე ბინძური ფარებით. ცენტრისკენ საერთოდ არავინ მოძრაობდა, მხოლოდ შეშინებული „გაზელი“, რომელიც თითქმის შეუმჩნევლად გასრიალდა მარჯვენა ზოლში და მცირე საბითუმო ბიზნესის საქმეებზე, ბნელ ჩიხში გადაუხვია.
აქედან დაიწყო ყველაფერი.
ტრაგიკული შემთხვვეის გმირი მოძრაობდა რეგიონისკენ მარცხენა უკიდურეს ზოლში, არღვევდა სიჩქარის რეჟიმს და საგზაო მოძრაობის სხვა წესებს, კერძოდ, მართავდა, ფაქტობრივად, მარცხენა ზოლში კი არა, სარეზერვო ზოლის გასწვრივ ჩართული მოციმციმე შუქებით, მას არ ჰქონდა ამის ნებართვა. იყო ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.
ამის მერე, რა უნდა ილაპარაკო, ისედაც ყველაფერი გასაგებია. მძღოლის სახელი იყო აბსტულხანოვი რუსლან ივანეს ძე და რატომ მართავდა ასე ცუდად დიდ იაპონურ მანქანას (ჯიპს), ეს მხოლოდ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ალაჰმა იცოდა და ალბათ მასაც დაავიწყდა. რადგან ეს იყო დიდი ხნის წინ, თუმცა მსგავსი ინფორმაციები მაღლა ჩქარა მიდიან...
რუსლან აბსტულხანოვი, რომელსაც მეგობრები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ხშირად სიმარტივისთის, უბრალოდ აბსტულს ეძახდნენ, ღამის კლუბში (რომელიც, სხვათა შორის, ეკუთვნოდა მის კარგ მეგობარს, დეპუტატს და პროგრესულ ახალგაზრდას ვოლოდიჩკა ტროფიმერს...) ვისკს სვამდა, კოკაინს ყნოსავდა და ბოლოს შამპანურს აყოლებდა. თუმცა, როგორც ვიცით, ამ ყველაფერს ალაჰი კრძალავს.
აბსტულს უყვარდა ვისკი, ამჯერად ქოქოსის, განსაკუთრებულად ხარისხიანი, შამპანური კი სუფთა ფრანგული, რომელიც სუპერმარკეტშიც კი ასს აღწევდა, კლუბში მითუმეტეს რა ეღირებოდა. მაგრამ რატომ დასჭირდა ეს ყველაფერი მგზავრობის წინ? ნამდვილად არ ვიცი. უფრო სწორად, მგონი ვიცი, მაგრამ ახსნაც არ შემიძლია. როგორც ჩანს, მისთვის შეიძლებოდა! აბსტულს შეეძლო, რომ საჭე მთვრალს ემართა, ღერძულა ხაზზი გადაეკვეთა. უბრალოდ, ჰკითხეთ რატომ უნდა გადაკვეთოს ღერძულა, თუ გზა საერთოდ ცარიელია? შეუძლია იაროს საათში ას სამოცი კილომეტრის სიჩქარით და ციმციმა შუქებით, რადგან სიცოცხლე მისთვის და მისი მეგობრებისთვისაა მოწყობილი, მაგრამ არა შენთვის, პატიოსან სიტყვას რომ ხარ მიჩვეული..!
ალაჰი, რომელიც, სხვათა შორის, უბრალოდ, ღმერთია, ერთია ყველასთვის! მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერთან.
აბსტულს უნდოდა და სვამდა, უნდოდა — ყნოსავდა, ეხუტებოდა ვოლოდიას მიერ ბოძებულ ლამაზმანებს. მერე მოუნდა წასვლა— დაჯდა და გაემგზავრა. თქვენ კი, თუ არასდროს ჯდებით საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში და კოკაინიც გინახავთ მხოლოდ ფილმებში, სწორად იქცევით, ეს არ გჭირდებათ და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
დიახ! ასე რომ გავაგრძელოთ.
ჯიპი გარბოდა ცენტრალური ხაზის გასწვრივ, მოსკოვური ღამის მკვეთრი განათება იღვრებოდა გზაზე და გზის გასწვრივ. საწყალი რუსლანი, რომელიც თავდაჯერებულად (მოდით ნუ დავუკარგავთ) მიუყვებოდა გზას, ხან თვლემდა, მერე იღვიძებდა და იხსენებდა სად მიდიოდა, მერე ისევ თვლემდა და უზარმაზარი მანქანა თავისით მიექანებოდა.
უცებ აბსტულმა იგრძნო, რომ მარტო არ იყო, თითქოს ვიღაცა უთვალთვალებდა, საკნის კარის საჭვრეტელი უხმოდ აიწია.
აბსტულმა ჯერ მარჯვნივ გაიხედა — არავინ იყო, — ტყავის ცარიელი სავარძელი მგზავრებისთვის, მის ზემოთ სქელი დაბურული გვერდითი მინა, მინის მიღმა კი ცარიელი გამზირი.
მერე აბსტულმა მარცხნივ გაიხედა და დაინახა ავტომობილი უნივერსალი, რომელსაც ჩვენი მძღოლები ჩვეულებრივ უწოდებენ “ფარდულს“ («сараем»). ევროპაში ძირითადად მრავალშვილიან ოჯახებს უყვართ, ჩვენს ქვეყანაში კი მეწარმეებს, რომლებიც არ ქმნიან დიდ ბიზნესს, მაგრამ უბრალოდ ყიდიან ყველანაირ უსარგებლო ნივთს ტანსაცმლის ბაზრებზე, რომელთათვისაც კომფორტულია ასეთი მანქანებით გადაადგილება და ნივთების გადატანა. ამ ე.წ. სახალხო მანქანის მოდელი, რომელიც რუსლან აბსტუხანოვმა მარცხნივ დაინახა, რუსეთში ყველაზე გავრცელებული გახდა დაახლოებით ათი წლის შემდეგ, რაც ის გერმანიაში უკვე აღარ იწარმოებოდა.
მაგარია! — გაიფიქრა აბსტულმა, — მე ას სამოცით დავდივარ, ამხელა მოსიარულე „ფარდულიც“ ას სამოცით, მე დავდივარ გამყოფ ხაზზე, ის კი საპირისპირო მიმართულებით, როგორც ასეთი. რატომ არ ეშინია პოლიციელების და როგორ გაივლის თაღს, რომელიც აქვე კილომეტრშია უკვე, ჯანდაბა?!
ანუ, რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი უფიქრია, მხოლოდ ფიქრობდა: რა ოხრობაა ესო... — უფრო სწორად, არც მთლად ასე, მაგრამ... ზოგადად, სიტყვების გარკვევის დრო არ იყო, რადგან ტრიუმფალური არკის იმპერიული ჩრდილი უკვე ახლოვდებოდა.
აბსტული უფრო მტკიცედ ჩაებღაუჭა საჭეს და მარჯვენა ლეგალურ ზოლში გადაუხვია. ჩაუარა მონუმენტს, იყურებოდა მარცხენა სარკეში, ელოდებოდა სალტოს ნახვას, როგორც ამერიკულ ფილმში და აყურადებდა. ელოდა რეზინის ხმაურისა და რკინის დარტყმის ხმის გაგებას, მაგრამ ვერ დაინახა და ვერაფერი გაიგო. უკან იყო ბნელი, ცარიელი გზა და მხოლოდ რეკლამები ანათებდა შავ ცას. ყურამდე კი რადიოს გულიანი სიმღერა აღწევდა, რითაც მოწყობილია ყოველთვის ჯიპი.
აბსტულმა თავი ოდნავ გადააქნია, რომ საბოლოოდ გამოფხიზლებულიყო, ოდნავ სიჩქარე შეანელა, რადგან მალე რუბლიოვკისკენ უნდა გადაეხვია და ნახევარ საათში მანქანას სახლის წინ გააჩერებდა, ან, როგორც ამბობენ, აგარაკზე, სადაც პირველი სართული თითქმის მზად იყო და სადაც აბსტულხანოვის ოჯახი ცხოვრობდა. ზაფხულში ბრიგადა დაასრულებდა ყველაფერს, რუსლან ივანოვიჩის სახლი პატივსაცემ მეზობლის სახლებზე უარესი არაფრით იქნებოდა, შესაძლებელი იყო ასევე ძმების ჩამოყვანაც და ამ ადგილების დაკავება. მას კი უკვე დრო იყო აეღო რაც შეიძლება მშვიდი, მაგალითად კლუბი, ვთქვათ, ვოლოდიჩკას მსგავსად და ასე შემდეგ...
თავი აღარ დაუქნევია, მაგრამ მაშინვე დაინახა ეს დაწყევლილი „ფარდული“, რომელიც მარჯვენა მხარეს, თავისი ჟანგიანი ნამსხვრევით, გვერდიგვერდ მიჰყვებოდა ჯიპს და ურთულებდა გადახვევას, საგზაო ზოლის შეცვლას. ხედავ შენ?! — ისევ გაიფიქრა აბსტულმა, — მე ას ორმოცით მიმყავს, ისიც ას ორმოცით დადის, საერთოდ, ჯანდაბა, მარჯვენა უჭირავს?!
ამ კითხვაზე, ისევე როგორც წინა კითხვაზე, მან ვერ იპოვა და არც ჰქონდა პასუხი, რადგან მომდევნო წამში დაინახა ის, რაც ქვემოთ დეტალურად იქნება აღწერილი. დაინახა და შეიშალა...
უნივერსალერი მანქანის სალონი არ შენელებულა და ჯიპის მარჯვნივ მიფრინავდა, სალონი განათდა მკვეთრი, კაშკაშა ცისფერი შუქით, თითქოს იგი განათებული იყო არა ჩვეულებრივი, როგორც წესი, თეთრი ჭერის სანათით, არამედ საზენიტო პროჟექტორით. ამ შუქზე გამოკვეთილად ჩანდა ვაგონის მძღოლი და დაწყევლილი ეკიპაჟის მგზავრები. ისინი ყველანი ჩვეულებრივად იყვნენ ჩაცმულები: შავ ტყავის ქურთუკებსა და შავ ნაქსოვ ქუდებში. მაგრამ ქურთუკების საყელოებსა და ქუდებს შორის რა იყო, ვერ გაარჩია, უკვე ფსიქიურად დაავადებულმა მოქალაქე აბსტულხანოვმა: არა მოდური და ბუნებრივი ღინღლი მგზავრთა შავგვრემან სახეებზე, რაც ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი; არა ფერმკრთალი, არაჯანსაღად სავსე ლოყები და ტიტულოვანი ძალოსნების ძლიერი კისრები, რაც იქნებოდა არასასურველი, მაგრამ ასევე გასაგები; არა მოზარდების მოწეული, მთვრალი სახეები, რაც იქნებოდა ამაზრზენი, მაგრამ არა საშიში; არა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ პოლიციელთა სახეები, რომლებიც ოფიციალურად გამოხატავდნენ ამპარტავნებას და სიხარბეს, რომელიც არანაირ პრობლემას არ გვიჩენდა, გარდა მცირე ფულის დანაკარგისა... არა, ოჰ არა, მსგავსი არაფერი უნახავს ამ უბედურ კაცს!
ცისფერი ცეცხლით ბრწყინავ მანქანაში, ყავისფერი თავის ქალა იღრიჯებოდა გრძელი, მრუდე, მოღრეცილი კბილებით. ტყავის სახელოებიდან გამოჩრილიყო თხელი მაჯის სახსარი. საჭეზე კი შიშველი, გლუვი, მბზინავი და გაპრიალებული ყვითელი ფალანგები ეწყო. „ახლა მიყურონ მე რას გავაკეთებ”, — სულელურად გაიფიქრა აბსტულმა, თავისი გრძელცხვირიანი იტალიური ჩექმის ძირით პედალს დააჭირა და შეეცადა გაესწრო, მოეწყვიტა თავიდან ეს ჯოჯოხეთის წამონაზარდი. წინ მტკიცედ მიიწევდა. სარკეებში — მარჯვნივ, მარცხნივ და ზევით მაინც ჩანდა შავი სიცარიელე. „ისინი დარჩნენ მკვდარ ზონაში, ეს მახინჯები”, — ამჯერად აბსტულმა საკმაოდ ლოგიკურად დაასკვნა და ხმამაღლა გაიცინა. მისი სიცილი, მიუხედავად იმისა, რომ მანქანაში ფანჯრები მჭიდროდ იყო დაკეტილი, მთელ გამზირზე გაისმა.
1
გიჟის სიცილმა ტოტალიტარული კონსტრუქციის პრესტიჟულ სახლებს გადაუფრინა, რომელთა ფანჯრები ძირითადად იყო ახალი — თეთრი ჩარჩოებითა და ზედ დაყენებული სატელევიზიო თეფშებით, ეს მიუთითებდა, მოწმობდა ჩვენს საზოგადოებაში მომხდარ ელიტარულ ცვლილებაზე; ამ სიცილმა ასევე გადაუფრინა იაპონურ-იტალიურ სამზარეულოებს, ძვირადღირებულ მაღაზიებსა და რესტორნებს, რომელთაგან ერთ-ერთში აბსტული ერთხელ მოჰყვა ავტომატით ურთიერთსროლაში, მაგრამ არაფერი მომხდარა, მხოლოდ შუბლი გაეკაწრა ბარის დახლზე; მაღალსართულიანი ელიტარული საცხოვრებლის ზემოთ, ამაღლებული მოსკოვის მიუწვდომელ ცამდე, სადაც დაფრინავენ ან ადგილზე რჩებიან ღრუბლები, ღამით უხილავი — შავები, დღისით კვამლისფერ — ვერცხლისფერები, გამთენიისას და შებინდებისას იასამნისფერ-ოქროსფერები, — სხედან ჩვენი სულები ამ ღრუბლებზე, გვათვალიერებენ მაღლიდან, თუ როგორ ვფაციფუცობთ ამქვეყნიურ ამაოებაში და ვფიქრობთ, დროა მივაფურთხოთ ამ ყველაფერს და სამუდამოდ გაფრინდნენ ჩვენგან სადღაც მაღლა, გაუხშოებულ ფენებში...
კუტუზოვის პროსპექტის ბევრ მკვიდრს, რომლებსაც ჯერ არ ეძინათ, ვახშმობდნენ და სვამდნენ ღვინოს ან ჩაფლულები იყვნენ სატელევიზიო გადაცემებში თუ სიყვარულში, ან მეგობრების წრეში საუბრობდნენ, ესმოდათ ეს ველური ხარხარი, მაგრამ ზოგმა ეს ჩვეულებრივი აფეთქების გამოძახილად მიიჩნია, ზოგმა ჩათვალა დიჯეის კივილად, რომელმაც გამოაღწია რომელიღაც კლუბის კედლებიდან და მათ, ვისაც უკვე ეძინათ, ჩათვალეს, რომ ეს ყველაფერი დაესიზმრათ.
ამასობაში რუსლანი უკვე რუბლიოვკაზე უხვევდა, უკვე პირდაპირ მოსკოვის МКАД-ისკენ მიდიოდა, ეწეოდა სიგარეტს, კვამლისგან მარცხენა თვალს ჭუტავდა და მისი ჩავარდნილი გონება ნელ-ნელა ბრუნდებოდა გარესივრციდან, ცოტა ხნის წინ რომ კინაღამ დაიშალა პატარა ნაწილებად. ყველაფერი რომ მარტივად დამთავრებულიყო, მაშინ, ალბათ, დილამდე სხვა შედეგი არ იქნებოდა, გარდა ჩვეულებრივი ბახუსისა.
თუმცა, ეშმაკის ეკიპაჟი, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ გამოჩნდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ ვყოფილიყავით იმ განწირულ ჯიპში... წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, ჯვრის ძალა ჩვენთანაა, გადაარჩინე და დაიცავი!
ოთხთმოცდაათიანი წლების დაწყევლილი მანქანა ისე მიჰქროდა, რომ ახალ Land Cruiser-ს 150 პროცენტით აჯობებდა.
ახლაც ისევ, როგორც გრძელი ელვა, სალონი მკვდრებთან ერთად განათდა და უკანა სავარძლიდან ორი მიცვალებული გამოძვრა მანქანის ფანჯრების ორივე მხრიდან, შემობრუნდა და თავის ქალა, თითქოს ბურთივით, ას ოთხმოცი გრადუსით მოატრიალა. აბსტულხანოვს საზიზღარი ღიმილით, შავი უძირო ღრმულიანი თვალებით დაჟინებით აკვირდებოდნენ და ერთმა მათგანმა — მასხარამ გამამხნევებლადაც კი შეარხია ძვლები — აბა მიდი და გაგვასწარი, ბიჭო, უკნიდან რას გვეტმასნებიო.
ფეხის ძლიერი დაჭერით პედალი იატაკს გაუთანაბრა, ჯიპი გავარდა, გვერდი აუარა სიკვდილის მანქანას და ეს იყო ბოლო, რაც შეამჩნია 1978 წელს დაბადებულმა რ.ი. აბსტულხანოვმა, წარმოშობით ნალჩიკელმა. მტრის რუხი ფერის საბარგულზე, თეთრად, ოვალურად იყო მიკრული ორი ასო “NL“ რომლის მნიშვნელობა მან არ იცოდა, მაგრამ ბევრისთვის ცნობილია იყო, როგორც «ნიდერლანდები», ანუ «ჰოლანდია».
რა მოხდა შემდეგ? ცნობილია, რომ ჯიპი სიჩქარის შეუნელებლად შეეჯახა საცალფეხო გადასასვლელის ბოძს, რომელიც ნაწილობრივ გაანადგურა და თავადაც გადაიქცა ჯართად, დაჭმუჭნილ და დაგლეჯილ რკინად, გადაიქცა ღამის კოშმარად. მსხვერპლი არ ყოფილა, ჩვენთვის უკვე ცნობილი აბსტულხანოვის გარდა. ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რუბლევსკის გზატკეცილის ამ მონაკვეთზე გადააჭარბა სიჩქარეს, დაკარგა ავტომობილის მართვის უნარი და ადგილზე გარდაიცვალა.
მაშველებმა სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით გარდაცვლილის ცხედარი მანქანას გამოაცალკევეს, მაგრამ ვერც მათ და ვერც საგზაო პოლიციამ ვერ დაადგინა თუ საიდან, “ლენდკრუიზერის“ რომელი კუთხიდან გამოფრინდა საგანი, რომელმაც დაზარალებულს გულმკერდი დაუსერა, მარცხენა მხარი გაუხვრიტა და ტყავის სავარძელში ღრმად ისე ჩაარჭო, რომ გარდაცვლილი მამაკაცი მანქანაზე მიაჯაჭვა, როგორც სასტიკი ახალგაზრდა ნატურალისტი ამაგრებს ხოლმე დატყვევებულ პეპელას. ეს ობიექტი იყო უცნობი სახეობის, გლუვი ხისგან დამზადებული, თითქმის ერთი მეტრი სიგრძის სწორი ღერო, რომლის ერთ ბოლოში დამაგრებული იყო ლითონის ბასრი სამკუთხა ნაჭერი, ხოლო მეორეზე — რამდენიმე ფრინველის მოკლედშეკრეჭილი ბუმბული.
ერთ-ერთი საგზაო პოლიციის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ობიექტის მკვლელობა ავარიამდე მოხდა და რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს და შესაძლოა, საჭირო გახდეს ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფის გამოძახება, ხელმძღვანელმა უარყო შემდეგი სიტყვებით: — შეწყვიტე ეს სისულელე, არ თქვა, რომ უცხოპლანეტელებმა მოუღეს ბოლო, მომეცი აქ ისარი ხისთავიანო და საქმეს შეუდექი. აჯობებს, ბუქსირს დაუძახე, თორემ დილამდე მოგვიწევს აქ ყურყუტი. დილით აქ კოლონები გაივლიან, ნახავენ ამ „ფორმულა ერთს“ და კარგი დღე არ დაგვატყდება, — სიბნელიდან გამოგზავნილი ისარი თან წაიღო და არცერთ საბუთში არასოდეს აღარ ფიგურირებდა.
მოსკოვის წრიულთან, რუბლიოვსკის გზატკეცილის კვეთაზე საგზაო უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის თანამშრომელმა, მილიციის უფროსმა ლეიტენანტმა პ.ნ. პროფოსოვმა, რომელიც იქ მორიგეობდა, იმავე საღამოს, დაახლოებით ოცდასამ საათსა და თხუთმეტ წუთზე, შენიშნა Volkswagen Passat-ის ვარიანტი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა. ინსპექტორმა სანომრე ნიშნები ვერ დააფიქსირა, რადგან მანქანის შიგნიდან გამოსულმა კაშკაშა მოლურჯო შუქმა დააბრმავა, მაგრამ ამ შუქზე შეამჩნია, რომ სალონი სრულიად ცარიელი იყო, ანუ ფაქტიურად მანქანას მძღოლი არ ჰყავდა. უფროსი ლეიტენანტი სამთავრობო გზატკეცილზე გამომუშავებული ჩვევის გამო მიესალმა უპირობოდ სპეციალურ მანქანას, მაგრამ შემდეგ გონს მოვიდა და ზამთრის ქურთუკის სქელ სახელურში ჩაჭედილი ხელით ძლივს პირჯვარი გადაისახა.
ცარიელი მანქანა გაემართა მრავალრიცხოვანი ბორცვებისკენ და დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ, იქედან საიდანაც ციმციმით ნელ-ნელა ბაცდებოდა ცისფერი ნათება, პროფესორ ნიკალაი პეტრეს ძეს ფეხებთან გამოგორდა მოკრძალებული პატარა ნესვის ზომის მრგვალი საგანი. კოლია დაიხარა, რომ ეს ნივთი თუ მოვლენა უკეთ შეეთვალიერებინა და დაინახა თავის ქალა, შუბლზე ძვლებისგან ნაქსოვი იშვიათი ქსელით, დიდი კბილებით, რომელთაგან ერთ-ერთში ძველი ოქროსფერი პლომბი ნაპერწკალივით ანათებდა, თვალები — იდუმალი უფსკრულებით, ცარიელი იყო ცხვირის სამკუთხედი. გარკვეული დროის განმავლობაში პოლიციელი იდგა მოხრილი, აგერ-აგერ გონება უნდა დაეკარგა, მაგრამ უცებ ჩრდილო-დასავლეთიდან ადამიანის ხელის ჩონჩხი შემოაფრინდა და მას მძიმედ კეფაში, ქუდის კიდეზე ჩასცხო. პროფოსოვი დაჟეჟილი ცხვირით თოვლში ჩაერჭო, ოთხზე დადგა, ნახევარი წუთი ოთხზე იდგა, მერე ნელა ცალ მხარეს გავარდა, ფეხები მუცელზე, ჩანასახივით ჰქონდა მიწყობილი. უცნობი თავის ქალა და ძვლები კი მყისიერად მტვრად გაიბნა.
როგორ განვითარდა ამ კაცის ბედი შემდგომში, უცნობია. პოლიციიდან კი წამოვიდა, ეს რა თქმა უნდა, რადგან ვერ გაუძლო თავს გადამხდარი ამბის გამო ამხანაგების მხრიდან უნდობლობას. არავინ იცის დანამდვილებით მერე სად იშოვა სამსახური და როგორ ცხოვრობს ახლა. იყო ჭორები, რომ ხანდახან მთვარიან ღამეებში საგზაო პოლიციელი ჩნდებოდა სწორედ იმ ადგილას, საიდანაც ცისფერი ბზინვარება გადმოედინება და რომ ზოლიანი ჯოხის ნაცვლად მას დიდი წვივი აქვს ხელში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სისულელე იყო. ვინ მისცემდა ასეთ ავტოინსპექტორს განსაკუთრებული რეჟიმის გზატკეცილზე დგომის უფლებას?
მაგრამ ის, რომ უწმინდური მოგვიანებით ბევრმა ნახა სხვადასხვა ადგილას, ამის ეჭვი არ არსებობს. ზოგი ცოცხალიც კი დარჩა და არა ჩვენი მხატვრული ფანტაზიის უნარით, არამედ უშუალოდ მათი შთაბეჭდილებებიდან გახდა ჩვენთვის ეს ინფორმაციები ხელმისაწვდომი, ისევე როგორც გარდაცვლილი რუსლან აბსტულხანოვის მომაკვდავი ფიქრები და გრძნობები.
მაგალითად, ცნობილია, რომ ივლისის ერთ ადრიან და სისხამ დილას, ის საშინელი მანქანა ძალიან ნელა მიდიოდა ლენინგრადის პროსპექტის გასწვრივ. პროსპექტი შრებოდა ღამის წვიმის შემდეგ...
მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალბატონი მოგზაურობდა „პეჟო 206“ მანქანით იმავე მოსკოვის გზატკეცილზე, რომელიც ცნობილია თავისი საცობებითა და მხოლოდ გამთენიისას ცარიელდება. მისი სახელი იყო — და დღემდე ჰქვია — ოლესია გრუნტი, მაგრამ ის პირველი ქმრის მიერ არის გრუნტი და მისი ქალიშვილობის გვარი, რა თქმა უნდა, არის ტერებილკო. დაახლოებით ექვსი წლის წინ იგი ჩამოვიდა რუსეთის დედაქალაქში საკურორტო ქალაქ ფეოდოსიიდან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში წვალობდა და რეგისტრაციის, საცხოვრებლისა და სამუშაოს გარეშე ღამის კლუბებში როგორღაც გაჰქონდა თავი. (სხვათა შორის, ასევე ეწვია ვოლოდიჩკა ტროფიმერს, მაგრამ ეს ისე, სხვათა შორის, რომ შეგახსენოთ, რამდენად პატარაა სამყარო და რამდენად ვიწროა ცნობილ ადამიანთა წრე). იცვამდა ტანსაცმელს ბაზრობებიდან, თუმცა, იგი მალე შეხვდა ახალგაზრდა ფინანსისტს, ბორის მატვეევის ძე გრუნტს, რომელმაც სწორედ მაშინ დაასრულა თავისი ცხოვრების გზა ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივნობიდან მილიონერობამდე და დაქორწინდა მასზე.
ბავშვები, მადლობა ღმერთს, არ გაუჩნდათ და გრუნტი გაშორდა ოლგას წელიწადნახევრის შემდეგ, დაუტოვა გვარი, გარემონტებული და კეთილმოწყობილი ოთხოთახიანი ბინა უსიევიჩზე (რომელიც ყოფილი კულტურის მოღვაწეთა ორი ბინისგან იყო გაერთიანებული), ელეგანტური სახელი — „ოლესია», თავისი ,,ოლგა მიტროფანეს ასულის» ნაცვლად და ცოტა ფული. თავად ბორიამ, ცოტა ხანი გაატარა სასამართლოსა და გამოძიებებში. რამდენჯერმე ტელეეკრანზე გამოანათა და შემდგომ დასახლდა ესპანეთის პროვინცია კატალონიაში, სადაც მართლაც კარგი კლიმატია.
ოლესია კვლავ ხშირად სტუმრობდა კლუბებს, მაგრამ არა ლუკმა-პურისთვის, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის, სარგებლობდა დიდი და დამსახურებული წარმატებით მამრობითი სქესის მეგობრებთან — სახელი «ბოიფრენდი» ჩვენთვის ამაზრზენია. მეგობრები რიტმულად და შეუფერხებლად იცვლებოდნენ და თითოეულმა ოლესიას კარგი მოგონებები დაუტოვა. ვინ ბეჭედი აჩუქა, მართლა ძალიან საყვარელი, კარატებში საქმე ნამდვილად არ არის; ვინ ბეწვის ქურქი, რა თქმა უნდა, ძვირიანი, მაგრამ, რაც მთავარია, ძალიან თბილი და მსუბუქი ჰოლანდიური ბოცვერი, შეღებილი ძალიან აქტუალურ, ვარდისფერ ფერში; ვინ კიდევ პლატინის ბარათი, ერთ-ერთი პოპულარული გადახდის სისტემით. ცხოვრების ასეთი განვითარების პერიოდში გამოჩნდა მოკლევადიანი ჯენტლმენიც, რომელმაც „ პეჟო-26“-ით დაამახსოვრა თავი ამ მაღალი საზოგადოების ქალბატონს. ალესია გრუნტი იმ საბედისწერო ღამეს ამ მოდური ღია მწვანე მანქანით, სარგებლობდა რა გზების სიცარიელით, ცდიდა საკუთარ უნარებს მართვაში.
2
სწორედ მაშინ გამოჩნდა ის — ჯოჯოხეთის მაცნე ოთხბორბლიანი.
ოლესია მოძრაობდა საათში ოცი კილომეტრი სიჩქარით, ყოველგვარი გადაჭარბების და ყურადღების გაფანტვის გარეშე. მორიდებით და გულმოდგინედ, სახსრების გათეთრებამდე იყო ჩაფრენილი საჭეს და მარცხენა გვერდს გაჰყურებდა. იქვე მოძრაობდა დიდი ნაცრისფერი მანქანა, რომლის ბრენდი, რა თქმა უნდა, მან ვერ დაადგინა, მაგრამ პირველ რიგში შეამჩნია, რომ ეს იყო მანქანა, რომელსაც თავის ყირიმში „პიკაპს» ეძახდნენ, მისი მდიდარი მეზობელი იყენებდა მთელი ოჯახის გადასაყვანად. ასევე გადაჰყავდა ქათმებიც, სავარძლების უკან მოთავსებულ გალიებით. მეორეც, მანქანა მთლიანად გამონგრეული და დაჟანგული იყო, შეჭმული იყო ყველა კიდე და საბარგული და, მესამე, რომ მინები უცნაური ეკიპაჟის მინები იყო აბსოლუტურად შავი, არაბუნებრივად შეფერილი, როგორიც ქალს არასოდეს შეხვედრია.
— ჰმ, — გაიფიქრა ოლესამ, — ეს რა მანქანაა — და მაშინვე, თითქოს ვიღაცამ იგრძნო ქალის ასეთი ინტერესი მის მიმართო, ეშმაკის მანქანის წინა მარჯვენა ფანჯარა (რა თქმა უნდა, ის იყო ), ჩამოცურდა. ეს მოძრაობა „თვალის კუთხით“ რომ დაინახა, ოლესია ისევ მარცხნივ დაიხარა და შემდეგ თითქმის ერთდროულად შეასრულა რამდენიმე ქმედება, რომელთაგან თითოეული ამხელდა მასში ნამდვილ ქალს, მკაცრმა მოსკოვურმა ცხოვრებამ ის გამოაწრთო. მისი მეგობრები ფიქრობდნენ (და ახლაც თვლიან) რომ ოლგა ცივი და მომჭირნე იყო. ქალი, უპირველესად, უსიტყვოდ ყვიროდა. მხოლოდ „ეე-ეე-ეე!“ გაისმოდა, ყველაზე შესაძლო წვრილი ხმით. იმავდროულად მან ფეხი მიაჭირა პირველივე პედალს, რამაც უბედური ფრანგული მექანიკა ააყვირა და კენგუროსავით წინ გადაახტუნა, მაგრამ მაშინვე გაჩერდა, რადგან ძრავა ჩაუქრა. შემდგომ მძღოლმა აქცენტი გადაიტანა მეორე პედალზე, ანუ მუხრუჭზე და რა თქმა უნდა, ოლესიამ თვალები დახუჭა.
ის, რაც მან დაინახა, ასე გამოიყურებოდა — დაშვებული შუშის მიღმა ჩანდა არა დილის რუხი-იასამნისფერი შუქით განათებული ჩვეულებრივი ავტომანქანის სალონი, არამედ სიბნელის გაუთავებელი სივრცე, თითქოს მთელი სამყაროს სიბნელე ჩატეულიყო. მინები იყო ნორმალური, გამჭვირვალე, მაგრამ სწორედ ამ მინების მიღმა იწყებოდა ქვესკნელი. ამ მოძრავი ჯოჯოხეთიდან უცხვირო თავის ქალა იკრიჭებოდა და შავი სიცარიელით აბამდა მახეში უბედურ ოლია ტერებელკოს.
საწყალი, საწყალი ქალი!
თქვენ წარმოგიდგენიათ ეს საშინელება?! თენდება დილა, ერთი შეხედვით, როგორც დილა, მშვენიერი მოსკოვის ცენტრი «აეროპორტის» მიდამო, წინ ყველაფერი მხოლოდ სასიამოვნოა. ოლკა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, სადღაც ოცდაათის, ეს რა წლებია?! — და უცებ სიბნელე და სიკვდილი... ოჰ, ფათერაკს ააცდინე, უფალო, არ დაღუპო...
როდესაც ბოლოს და ბოლოს ოლესია გრუნტმა გაახილა თვალები, ლენინგრადის პროსპექტი იყო ცარიელი, სუფთა და მოჩვენების მანქანა უკვალოდ გამქრალი. ოლესიას მანქანა კი ირიბად იყო ბორდიურს შერჭობილი, რატომღაც განგაშის ზარიც ჩართული იყო, ქალს საჭეს ჩაფრენილი ხელები ოდნავ უკანკალებდა და ირგვლივ არავინ იყო.
და რა? ისტერიკა ისტერიკად, მაგრამ ახლა უკვე ჩანთაში ტელეფონი უნდა ეპოვა, ალესიას მიერ უკანასკნელი ძალებით აკრეფილი ყველაზე ერთგული მეგობრის ნომრით.
პეჟო, სხვათა შორის, სულაც არ დაშავებულა, ავტოსადგომზე გადავიდა და სულ რაღაც ერთი-ორი საათის შემდეგ მისი მფლობელი გამოიკვლია შესანიშნავმა ფსიქოთერაპევტმა. ყველაზე ძვირადღირებულ კლინიკაში დაუნიშნეს კარგი ანტიდეპრესანტები, მასაჟი, ზოგადი გამამხნევებელი რეჟიმი, ამის შემდეგ ოლესია გაემგზავრა შვეიცარიის მთებში, იქიდან დაუღალავ კუნძულ იბიცაზე, სადაც მხიარულობდა, თითქმის დაივიწყა მოჩვენებითი კოშმარი და დაბრუნდა. შემოდგომის სეზონზე თითქოს არც არაფერი მომხდარა და მხოლოდ სტილისტ-ვიზაჟისტს უწევდა ზედმეტი სამუშაოს გაწევა, აბსოლუტურად გაჭაღარავებულ თმასთან დაკავშირებით. თავიდან, დიდი ხნის განმავლობაში აინტერესებდა, ღირდა თუ არა მისი იმიჯის შეცვლა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ ჩვეულებრივ საღებავზე გადავიდა — რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტურზე, სულ ეს იყო.
მეგობარმა კი, რომელიც რთულ საათში მივიდა საშველად, სუფთა ცნობისმოყვარეობით შეიტყო (სხვათა შორის, მისი არხებით) ყველა საგზაო შემთხვევის შესახებ, მათ შორის უმნიშვნელოც, რომელიც მოხდა იმ საშინელ დილით.
და გაარკვია, რომ დაახლოებით შვიდი წუთის შემდეგ, რაც ოლესია გონს მოვიდა და ტელეფონით მას დახმარება სთხოვა, საგზაო პოლიციის ერთ-ერთი საპატრულო მანქანის ეკიპაჟმა, რომელსაც არასდროს სძინავს, იპოვა ნაცრისფერი „ფოლცვაგენ პასატ ვარიანტი“ («фольксваген пассат-вариант»), რომელიც ნელა სრიალებდა ლენინგრადის პროსპექტის შუაგულში, სოკოლის მეტროსთან ახლოს, ვოლოკოლამსკის და ლენინგრადსკის გზატკეცილის გზაგასაყარამდე არმისული. ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივმა, ძველმა მანქანამ რატომღაც მიიპყრო ფხიზლად მყოფი პოლიციელების ყურადღება, ისინი დაეწიენ, რაც არ იყო რთული, რადგან მძიმე ვაგონი მდოვრედ, თითქოს სიზმარშიაო, მისრიალებდა საათში არაუმეტეს ორმოცი კილომეტრის სიჩქარით. პოლიციის ეკიპაჟი მიადგა მარცხნივ და დაინახა, რომ ყველა ფანჯარა იყო დაწეული, სალონი კი სრულიად ცარიელიიყო...
სერიოზული და გამოცდილი კაცები არ ჩავარდნენ ისტერიკაში მისტიური შეფერილობის გამო. მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ რომელიმე „ჩაიდანს“ დაავიწყდა ხელის მუხრუჭზე გადაყვანა, მანქანა კი გაიქცა და ფერდობებზე აჩქარდა. კარგია, რომ გზა ისევ ცარიელია და ვინმე არ გაიტანა. მათ მაშინვე გამოიძახეს ტექნიკური დანიშნულების სატვირთო მანქანა, რომ დაეყენებინათ მოძრაობის პირისპირ და ამით შეეჩერებინათ გაქცეული მანქანა, ხოლო თავად განაგრძეს ბადრაგირება და გამვლელ მანქანებს ხმამაღლა მოსთხოვეს მარჯვნივ გადასულიყვნენ. მათ სურდათ, რომ დრო არ დაეკარგათ, გაერკვიათ ნომერი და დაეწყოთ მფლობელის ძებნა, მაგრამ შემდეგ შენიშნეს, რომ მანქანას ნომრები არ ჰქონდა, მაგრამ იყო მხოლოდ ოვალური სტიკერი ასოებით NL, რაც არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ერთხელ მანქანა რეგისტრირებული იყო ნიდერლანდების სამეფოში, ანუ ჰოლანდიაში.
შემდეგ კი ერთ-ერთ ყველაზე კულტურულ თანამშრომელს, რომელსაც ეს საშინელება წილისყრით ერგო და საღამოს სამართლის სკოლის სტუდენტი იყო, საბედისწერო სიტყვები წამოსცდა:
„ერთი მოხნული ჰოლანდიელი!» — აი, ასე თქვა.
მოჯადოებული ნამქანა მაშინვე გაქრა და მის ადგილას მხოლოდ ნაცრისფერი ქვიშის გროვა დარჩა და ისიც ერთ წამში ქარმა წაიღო.
გაუჩინარდა საპატრულო მანქანაც, რომელიც აქამდე იძებნება, ისევე როგორც მთელი მისი ეკიპაჟი.
ოლესია გრუნტის მეგობარიც გაუჩინარდა, ეტყობა ინგლისში გაემგზავრა. იყიდა შესანიშნავი სახლი ლონდონში, ჰაიგეიტის რაიონში, ცხოვრობს იქ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, მაგრამ შესაძლებელია არც იქ იყოს.
თავად ოლესია გრუნტი კი დიდი ხანია არავის უნახავს, მაღალი მოდის კვირეულის ჩვენებებზეც კი, სადაც წინა წლებში ნამდვილად იყო. არა, მისი მეგობრები არ გრძნობენ შიშს მისი ბედის მიმართ, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სად არის?
და ის „ფოლცვაგენი“, წყეულიმც იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, დაწყევლილია ჩვენი სურვილების გარეშეც, აღარ არის.
ან იქნებ არის?
ეშმაკმა იცის!
ერთხელ ცნობილი პოლიტიკოსი „ნ“ თავის აგარაკზე მიემგზავრებოდა, გვარს არ დავასახელებთ, მას უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით იცნობენ. მსხვილი პოლიტიკოსია, ალბათ იცნობთ, არაერთხელ გინახავთ და გსმენიათ ტელევიზიით. მოკლედ, მიემგზავრებოდა მინსკის გზატკეცილზე, სადაც კარგი აგარაკი აქვს, ნახევარი ჰექტარი, სამი სართულით, ბუხრით, საცურაო აუზით, კიდევ რა აღარ. ფაქტია, რომ ყველაფერი დასავლეთის უნივერსიტეტებში ლექციებისგან მიღებული ფულითაა აგებული, ეს დეკლარაციაშიც არის მითითებული. ის წავიდა აგარაკზე, მაგრამ არ მისულა. ვიღაცამ, როგორც ჩანს, დაინახა, როგორ გადაუსწრო ბავარიის საავტომობილო ქარხანაში დამზადებულ, პოლიტიკოსის სახელმწიფო მანქანას, ძველმა, დაშლილმა ნაცრისფერმა უნივერსალმა, გადაჭრა იგი ძირში და მოუხაზა — ასე დადგა პოლიტიკოსის დასასრული.
იმ დაჟანგულ მანქანას არაფერი, მაგრამ სრულიად ახალი «BMW» კი ჯართი გახდა და რაღაც ამოუხსნელ გარემოებაში გადმოფრენილმა საბარგულის სახურავის კიდემ, ამ „ნ“-ს თავი წააჭრა, წარმოგიდგენიათ?
განგსტერული მანქანიდან კი — დიახ, სწორედ ის მანქანიდან — ჩონჩხები გამოვიდნენ და პირდაპირ გზატკეცილზე, რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესო თავით ფეხბურთი ითამაშეს. ფეხბურთი, ჯანდაბა!
თუმცა მე არ მჯერა ამ სისულელეების. აბა, როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი — შაბათის ნათელ დღეს, მინსკის დატვირთულ გზატკეცილზე?
მეორე მხრივ კი „ნ“ გაქრა... ის წავიდა პოლიტიკიდან და სად არის ახლა, რას აკეთებს — უცნობია. ან რომელიმე დირექტორთა საბჭოშია, ან ვისკონსინის შტატში უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კითხულობს კურსს დემოკრატიის საფუძვლებზე... ზოგი კი ამტკიცებს, რომ ის ისრაელში მკურნალობს იმუნოდეფიციტის სინდრომს, რომელიც შეიძინა პოლიტიკაში მოღვაწეობის შედეგად და უკვე გამოჯანმრთელებისკენაა წასული... ვერაფერს გაიგებ, გარდა ერთისა — დაიკარგა!
ჰო, კიდევ, მოსკოვში იყო მრავალმხრივი შესაძლებლობების პოპულარული ახალგაზრდა, სახელად ტიმოფეი ბოლკონსკი. ვინ იცის, რომელი ბოლკონსკებიდან მოდიოდა ის, ვინ იცის, იქნებ პირდაპირ ლ. ტოლსტოის წიგნიდან და შესაძლოა თავისთავად პაპისგან, რომელიც თავის დროზე ჭექდა, მიიღო პარტიულ-სამთავრობო პრიზები და ჯილდოები. თუმცა, მამამისი, როგორც ჩანს, ბალკონსკი იყო, სიტყვა „აივნიდან»...
ტიმოფეი ცნობილი გახდა, როგორც კლიპის შემქმნელი, პოლიტიკური სტრატეგი, რესტორნების მფლობელი და ექსტრემალური სპორტის ოსტატი — მან ალპებში ფერდობები გაჭრა, ინდოეთის ოკეანეში თავით ჩაეშვა და ზუსტად ასე მოტოციკლით მოგზაურობდა ყოველდღე: დილით — სახლიდან სტუდიამდე, საღამოს — რესტორნიდან სახლამდე. მას ჰყავდა მშვენიერი მრავალშვილიანი ოჯახი, მათ იღებდნენ საყოფაცხოვრებო ჟურნალებისთვის, ასევე ჰყავდა მეგობარი, რომელთანაც ნამდვილი მამაკაცური ურთიერთობა ჰქონდა, ნაზი და მოსიყვარულე, მეგობართან ერთად ტიმოფეის იღებდნენ ასევე სხვა ჟურნალებისთვის.
3
ზოგადად, ყველაფერი კარგად იყო.
მაგრამ დადგა დრო და ტიმოფეიც დააზარალა გზის მოჩვენებამ.
მოტოციკლით მგზავრობდა, თავისუფლების ქარი უგრილებდა ბოლომდე გადაპარსულ თავს (როგორც ახლა ნორმალურ წრეეშია მიღებული), გაპარსულ თავში ულაგდებოდა შესაბამისი რესტორნებიდან პატრიოტული და თანამედროვე მენიუები: ორაგულის სუში, პიცა თელათი, პიურე და კომბოსტოს წვნიანი ... და უცებ — იქვე, მანქანა თავის ქალით, ფანჯარაში გადმოყოფილი ჩონჩხი, წვდება უდარდელ მხედარს, ებღაუჭება მას თავისი ძვლებით, ტიმოფეი ერთი ნახტომით გადმოჰყავს მანქანის სავარძლიდან, მიჰყავს მის ამაზრზენ სიფათამდე, (რომელიც ყველას გვინახავს, ყველასთვის ნაცნობი ელექტროენერგიის ტრანსფორმატორის ჯიხურებზე მიხატული მისი პორტრეტის სახით) და პირდაპირ სახეში, პატარა წვერში, მოვლილ ლოყებში, ჭკვიან თვალებში, (რომელიც ბოლო მომენტში მოახერხა დაეხუჭა),— აფურთხებს! კრიჭაშეკრული, ამაზრზენად ყვითელი კბილებით, აფურთხებს ეს ძუკნა და ეს არ არის ნერწყვი, ეს ნაბიჭვარი აფურთხებს სიკვდილის ჩირქს და ეს სუნიანი სისაძაგლე ჰკიდია ტიმოფეის წვერზე და წამწამებზე... როგორ უნდა აიტანო ასეთი? მითხარით, აბა, როგორ?
მაგრამ ტიმოფეი გადარჩა. ბოროტი სულების მიერ გადაგდებული გზის პირას იწვა... როგორც ჩანს, ცოცხალი, როგორც ჩანს-მოტეხილობების გარეშე. ის წამოიწია, მოსკოვის ტიტველ გაზონზე დაჯდა, ხელებით უბრალოდ მოიწმინდა ბინძური თავი. მოტოციკლი ისევ გვერდით სრიალებდა, ასფალტის საფარიდან ისხლეტავდა ნატეხებს, მაგრამ მოტოციკლს ძლიერმა ნაგვის მანქანამ გადაუარა და გაქრა. ტიმოფეი ბოლკონსკი ადგა და ფეხით წავიდა იქ, სადაც თვალი წვდებოდა, დროდადრო იწმენდდა სახეს იმით, რაც ხელთ ხვდებოდა — ტყავის საყელოთი, ძვირადღირებული პერანგის ბოლოთი, ასევე იწმენდდა ხელისგულებს შარვალზე, მაგრამ მაინც ვერ გაიწმინდა ბოლომდე, სუნიც თან სდევდა.
ტიმოფეიმ ასე იარა, იარა, მაგრამ არსად არ მივიდა. მოსკოვში ყველა დარწმუნებულია, რომ ის ისლანდიაში გაემგზავრა და იქ ზოროასტრიზმს ახორციელებს, მაგრამ დარწმუნებით ვერ იტყვი, ფაქტები არ არსებობს. დარწმუნებით რისი თქმაც შეიძლება, ისაა, რომ ბოლკონსკიმ გამორთო მობილური ტელეფონები და მხოლოდ მეგობარმა იცის როგორ დაუკავშირდეს ტიმოფეის: თქვენ უნდა დარეკოთ ჰამბურგის ერთ დაწესებულებაში და იქიდან ისინი დაგაკავშირებენ.
მოსკოვის ქუჩებსა და გამზირებზე, ასევე მოსკოვის რეგიონის გზატკეცილებზე მოძრაობდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხალხი, ისინი ხვდებოდნენ ჰოლანდიელს, რომელსაც უხეშად, მაგრამ სამართლიანი სიტყვებით ამკობდნენ. ხვდებოდნენ და უჩინარდებოდნენ. მათ შორის ბიზნესმენები, მედიის თანამშრომლები, მუნიციპალური და თუნდაც ფედერალური დაწესებულებების თანამშრომლები, კრიმინალური და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც მხარს უჭერენ როგორც ამჟამინდელ ადმინისტრაციას, ასევე ოპოზიციას. უცხოელი დამკვირვებლები, სამხედრო და სამოქალაქო პენსიონერები, დროებით უმუშევრები. მოსკოველები, ლეგალური და არალეგალური ემიგრანტები, კაცები, ქალები, ფხიზლები, მთვრალები, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ახალგაზრდები, მოხუცები და შუახნისები... ყველანი! ძალაც არ გვეყოფა გასაგრძელებლად და არც საკმარისი სივრცე. ცალკე აღნიშვნის ღირსია კიდევ ორი შემთხვევა: ქვეითთა საბრძოლო მანქანის გაუჩინარება, რომელიც ირიცხებოდა მოსკოვის მახლობლად განლაგებულ ერთ-ერთი დივიზიაში და ასევე ინციდენტი სამარშრუტო ტაქსის მძღოლთან. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში საეჭვოა ავ სულებთან რაიმე კავშირი. რაც შეეხება საბრძოლო მანქანას, სავარაუდოდ, ის უბრალოდ დაიძირა საბრძოლო ვარჯიშის დროს ან მიჰყიდეს რომელიმე მოყვარულს, რადგან მთელი ეკიპაჟი გადარჩა და მორიგე სადგურზე მივიდნენ ცოცხლები, თუმცა ნასვამ მდგომარეობაში...
სამარშრუტო ტაქსის მძღოლს კი, რომელიც ზედიზედ თოთხმეტი საათის განმავლობაში მუშაობდა საკუთარი შემოსავლისა და მეპატრონის შემოსავლისთვის, უეჭველად ჩაეძინა საჭესთან, გადავიდა გზის პირას და ნაზად გადატრიალდა. კიდევ კარგი, მადლობა ღმერთს, რომ იმ დროს მგზავრები არ ჰყავდა მანქანაში, რადგან გაჩერებაზე არავის დაელოდა. რაც შეეხება ოქროს მონეტას, რომელიც გონსმოსულმა აღმოაჩინა ამოვარდნილ მკლავში, ეს, რა თქმა უნდა, იწვევს გარკვეულ ვარაუდებს, მაგრამ მეორეს მხრივ კი, ჩვენი მგზავრები რას არ ყრიან სალაროში...
მოკლედ, კარგი...
ჰორიზონტს იქეთ იზრდება დაბალი მტრედისფერი ღრუბელი, მას ანგრევს მზის სხივები. მისი ოქროს სიმები გადაჭიმულია ზეციდან დედამიწამდე, თითქოს ეს ოდესღაც აღიბეჭდა დიდი ხნის დავიწყებულ საშუალო მხატვრის სურათზე... და მერე აქ ქარი ამოვარდა, დატრიალდა, გადაყარა ყველა წვრილმანი... იქნებ წვიმის პირველი წვეთი დაეცა, ან პირველი თოვლი დაედო, ან იქნებ საერთოდ არაფერი მომხდარა და ახლა ეს ღრუბლები ასევე შეუმჩნევლად დაცურავენ.
ცა გაანათა მსუბუქმა ლითონმა ...
ნუთუ მართლა შეგვეშინდება ბოროტი სულების, რაც ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქშია? მერე ნაცრისფერი მანქანა დაგვეწევა, აციმციმდება ხან მარცხენა, შემდეგ მარჯვენა სარკეები, როგორც ჩანს, ძველი „Passat-ი“...
და ჯანდაბას მაგის თავი.
მაგრამ რა არის, რა არის ეს?!