ბიცას განაპირას მირჩენილი ბაღი...


                      * * *

ბიცას განაპირას მირჩენილი ბაღი,
ძველი წესისამებრ კვლავ იძლევა ნაყოფს,
ყველაფერი ისევ აქ იწყება ვაშლით,
უიღბლობას ბედის აქ არავინ არ გრძნობს.

ამას ახლა სხვაგან შენ ვეღარსად ნახავ,
ნახე, რა ნამდვილი შემოსევა არის,
პოლონელებს ვუხდით ათასობით ათასს,
გემრიელს და ჩვენსას დავუკარგეთ ფასი!

მიტოვებულ ბაღში, ველურ ვაშლებს შორის,
მიმოვდივარ სევდით და ერთგული ძაღლით,
მოხუცები მაინც, ანდა ვინმე ბომჟი,
მოვიდოდეს ნეტავ ამ ჯადოსნურ ბაღში!

შენც, პოეტო, ყველგან რომ იძლევი ნაყოფს,
მერე მარკეტებში და დუქნებში ფლანგავ,
და ბრაზობ რომ ლექსიც შენი არვის ახსოვს,
ხომ ასეა? — მაინც შენ პასუხობ — არა!