წრეები

                        
ჩემს თვალებზე ღარია ჯოჯოხეთს რომ ედარა,
ეს წვერია ჭაღარა თუ ზღაპრული მორევი,
მე მარტო ვარ ამქვეყნად, ყველა გამომეცალა,
სიბნელეში ისე, ვით წყლის ზედაპირს რგოლები.

ოცი წელი სიბნელის მეუფება შეიქნა,
საკვამურის ყელიდან ამოსული კვამლი ვარ,
ცისკენ ვიწევ და მაინც მექაჩება ბედის ქვა,
ის კაშკაშა ვარსკვლავიც უვარსკვლავოდ მკვდარია ...

ჩემს ნაწერში სულია, დაღლილი და ბებერი,
გაყინულმა ღუმელზეც სული ვეღარ მოვითქვი,
თითქმის არ მაქვს შიში მე უკანასკნელ დღეების,
მთელი უბედურება იმაშია, რომ „თითქმის“...