ხე — ჰოპლა და — აივნის ქვეშ აყვავდა...
* * *
ხე — ჰოპლა და — აივნის ქვეშ აყვავდა
და ერთჯერად ყვავილებად აენთო.
ეს სიბნელეც მწვანედ შემოღაჟღაჟდა
და ფოთლებით დაიფარა გარემო.
მიცურავდნენ გზაზე, დიაგონალზე,
ფურცლებს ქარში ჰქონდათ თეთრი რძის ფერი,
ჩურჩულებდნენ, თითქოს ჰაერს ზომავდნენ,
შუქს ბერავდნენ, იყო დევნა ჩრდილების.
ტოტებს, ღამეს ფესვებამდე გარღვეულს,
მიატოვებს, — მასაც გადაურჩები,
რადგან უკვე აყვავილდა არე სულ,
სიკვდილს არა, ზაფხულს ნუ ეურჩები.
და შრიალებს, პირუკუღმა ფრიალებს,
სისხლის წიგნი, როგორც ხსოვნა გვარისა.
თავისუფლება ფესვებში იალებს,
სად სიცოცხლის ხე მუდმივად ყვავისა.
ხე — ჰოპლა და — აივნის ქვეშ აყვავდა
და ერთჯერად ყვავილებად აენთო.
ეს სიბნელეც მწვანედ შემოღაჟღაჟდა
და ფოთლებით დაიფარა გარემო.
მიცურავდნენ გზაზე, დიაგონალზე,
ფურცლებს ქარში ჰქონდათ თეთრი რძის ფერი,
ჩურჩულებდნენ, თითქოს ჰაერს ზომავდნენ,
შუქს ბერავდნენ, იყო დევნა ჩრდილების.
ტოტებს, ღამეს ფესვებამდე გარღვეულს,
მიატოვებს, — მასაც გადაურჩები,
რადგან უკვე აყვავილდა არე სულ,
სიკვდილს არა, ზაფხულს ნუ ეურჩები.
და შრიალებს, პირუკუღმა ფრიალებს,
სისხლის წიგნი, როგორც ხსოვნა გვარისა.
თავისუფლება ფესვებში იალებს,
სად სიცოცხლის ხე მუდმივად ყვავისა.




