გომბეშოებს სწყურიათ
ღამის ორ საათზე წამოვედით.
ზღვა არაკეთილგანწყობილი ჩანდა, მაგრამ მისი ძალა, ენერგია, ველური ნებისყოფა ზემოდან, კლდეებიდანაც იგრძნობოდა. ხმელეთზე მყოფი ადამიანი შორიდან გრძნობს დიდ წყალს. ქუჩაში მიდის, მისეირნობს და უცებ საიდანღაც მოვარდება და წყლის სუნი ნესტოებში შეუღიტინებს. აქვე, ამ კუთხეში ჩაუხვევს და მოსახვევიდან თვალწინ გადაიშლება ცისფერი სივრცე და სახეში მარილიანი ქარი დაუბერავს. ნაპირისკენ, დაბლა — ციცაბო, ქვაში გამოკვეთილი ბილიკი ეშვება, მიხვეულ-მოხვეული, მაგრამ ლამაზად მოწყობილი; სადაც საჭიროა — მოაჯირებია, სადაც საჭიროა — საფეხურები, თანაბარი დაშორებით დგანან ფარნები, რაც განსაკუთრებით მისასალმებელია, სხვაგვარად, სიბნელეში მე და სიმონი დაშვებიდან სამ წუთში კისერს მოვიტეხდით.
ღამე კარგი იყო, იტალიური სამხრეთის მარილიანი, ცხიმიანი ღამე, თუნდ დანა აიღე და პურს წაუსვი! სანამ ჩვენ მივდიოდით, ზღვა თანდათან იშლებოდა, აღარ იყო დეკორატიული. გაურკვეველი ხმაური ცალკეულ ბგერებად იყოფობა: აი, აზვირთდა, დაენარცხა და აფეთქდა ქაფით, შემდეგ ასისინდა და უკან დაიხია. ბოლოსწინა მოსახვევში გავჩერდი და ვთქვი:
— შეხედე, ესაა თუ არა?
— როგორც ჩანს, ესაა! — მიპასუხა სიმონმა, — კარგი სუნი აქვს, ნამდვილი ზღვის!
— ხმელთაშუა ზღვის! — დავაზუსტე მე.
— ახალი სუნია, — თქვა სიმონმა. — სრულიად განსხვავებული. როგორი სუნი აქვს შავს, ვიცი! კასპიის ზღვისაც ვიცი, ბალტიის ზღვის სუნიც მიგრძვნია, ჩრდილოეთის ზღვის სუნიც და არალის ზღვისაც. აი, ხმელთაშუა ზღვის სუნი კი ახლა ჩავისუნთქე.
ნაპირი წარმოადგენდა ქვების გროვას, აქედან ყოველი მეორე ავტომობილის ზომისა იყო. მაგრამ აქაც, უხეშ კლდოვან ნეკნებს შორის, შრომისმოყვარე ხელს გასასვლელი გაეჭრა. მტკიცე ნაბიჯით გადავლახე ბოლო მეტრები, შევდექი ლოდის ზურგზე და სიამოვნებისგან სიცილი დავიწყე, ხოლო როცა მორიგმა ტალღამ მშრალი ფეხსაცმელი სველად გადამიქცია, უფრო უფრო ხმამაღლა და უდარდელად ავხარხარდი.
ყველაფერი ნამდვილი იყო: კუნძული კაპრი, ღამე, თებერვალი, მოსკოვში მინუს ოცდახუთია და აქ კი, ახლავე შარვალს გავიხდი, წყალში გადავხტები და გავცურავ.
— აი, ძმაო, — დავუძახე სიმონ, — ეს არის, რაც არის! ხმელთაშუა ზღვის სუნი!
სიმონი უკვე იხდიდა.
— მაგრამ, — მიპასუხა მან, — მე მიყნოსია შავი ზღვის ჰაერი მოპირდაპირე მხრიდან, თურქეთიდან, როცა კონტრაბანდა გამქონდა თურქეთიდან ნოვოროსიისკში, ღამღამობით, ნავით...
— რომანტიკაა! — ვთქვი მე.
— დიახ, — მკაცრად დამეთანხმა სიმონი — და მერე როგორი...
მან უკვე შიშველმა ჩამიარა გვერდით და კიბორჩხალასავით გაძვრა ქვებს შორის, ხელებით ლოდებს ეყრდნობოდა და აუჩქარებლად კითხულობდა ძველი ,,მხატის» სკოლის სულისკვეთებით:
თევზების გასწვრივ, ვარსკვლავების გასწვრივ, მიცურავს ბარჟა!
სამ ბერძენს გადააქვს ოდესაში კონტრაბანდა“.
ცოტა მოუხერხებლად მიიწევდა წინ, მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე. ზედმეტ მოძრაობებს დიდი ხანია არ აკეთებდა: არც ღამის ბანაობების დროს და არც ზოგადად. ჩამოჯდა ლოდის კიდეზე, რომელიც უზარმაზარ კბილს ჰგავდა და თქვა:
— ყველგან ქვებია!
— მაგრად დადექი — ვთქვი მე. — ტალღა მოვარდება და კისერს მოიტეხ!
— უკვე მოდის, — თქვა სიმონმა და ტალღამაც გადაუარა. ბოლო მომენტში, როცა ქაფიანი სავარცხელი მიუახლოვდა, სიმონმა აღფრთოვანების, თუ შიშის, ყრუ ხმა ამოუშვა. (ზოგჯერ ეს ერთი და იგივეა) — რის შემდეგაც გაუჩინარდა.
პირველ ტალღას მაშინვე მოჰყვა მეორე, ისეთივე ძლიერი. ამოყვინთვის შემდეგ სიმონმა გაიმეორა ბედნიერი შეძახილი, მაგრამ უფრო დახშული ხმით.
— დაისველა ლაყუჩები! — გავიფიქრე და დავუყვირე: იცურავე!
— შეუძლებელია! — მიპასუხა მაკაროვმა და ამოძვრა ხველებით და ძლიერი კანკალით.
გვერდით მომიჯდა და შიდა მაისურით მხრების წმენდა დაიწყო.
პირსახოცი არ წამოგვიღია.
— უბრალოდ ფეხი რომ მოიტეხო, არაფერია, — თქვა მან, — მაგრამ თუ ქუსლი ჩაგეჭედა, ფეხს წაგაცლის საერთოდ!
— გაუგებარია, აქ როგორ ბანაობენ აქაურები.
— ისინი არ ბანაობენ, — თქვა სიმონმა. — ეს ჩვენთვისაა ეგზოტიკა, მათთვის კი, უბრალო ზღვაა და მორჩა.
წარმოვიდგინოთ საპირისპირო სიტუაცია. ორი იტალიელი სპეციალურად ჩამოდის მოსკოვში ორი დღით, რომ პარასკევს, შუადღისას, მესამე წრიულ მაგისტრალზე გადაირბინონ. ერთმა გადაირბინა და მეორეს ეძახის: „მარიო, ეს მაგარია! მოდი ჩემთან! იქ ნაბიჯი ააჩქარე, იქ შეანელე, იქ დაუკვირდი, რომ სატვირთო მანქანის ჩავლისას, ჰაერის ტალღამ არ წაგაქციოს... «
მე გამეცინა. სიმონს ხველა აუტყდა.
— რაო, ძმაო, — ვკითხე მე, — ლაყუჩები წყალს გადაეჩვივნენ?
— არაფერიც! — მიპასუხა მაკაროვმა. ეს სასარგებლოა: ზღვის წყლით ცხვირ — ხახის გასუფთავება.
— ჩვენ კუნძულ კაპრიზე ვართ, — ვუთხარი მე. აქ ყველაფერი სასარგებლოა: წყალი, ჰაერი, სუნი, ქვებიც კი.
— ქვები, ცალკე თემაა. — თქვა სიმონმა, თან ძალიან რეალური. ამ ლოდს მარცხნიდან მოუარე, მას მეორე მოსდევს, ზომით უფრო პატარა, რომელიც კვადრატულია და შეგიძლია მოეჭიდო, როცა ტალღა დაგარტყამს, ზურგით იმ პირველ ლოდს აეკარი, ის თანაბარია. უბრალოდ კეფას გაუფრთხილდი და მოდუნდი!
— მოდუნებას ნუ მასწავლი. მე რომ არა, ახლა კანტორაში იჯდებოდი ხსნადი ყავით ხელში.
— კი, ასეა — თქვა სემიონმა მხიარულად, რა კარგი რამე მოვიფიქრეთ!
— ამას ჰქვია „თავის დაღწევა».
— ზუსტად, — დაეთანხმა საიმონი, — გამოვაღწიეთ! შენ მოდიხარ? მთვარის სუსტ შუქზეც კი ჩანდა, რომ კანკალებდა.
— ცივა, — ვთქვი მე.
— შენ თვითონ არ ყვიროდი: წამო, ჩავყვინთოთ, ღამეა, კლდეები, ვარსკვლავები...
— წამო, ოღონდ არ იჩქარო, დაიმახსოვრე, ზღვას შეუძლია არა მხოლოდ ნაპირისკენ გიბიძგოს, არამედ თან გაგიყოლოს.
— ტალღამ?
— ჰო!
თითქოს ტალღაზე კი არა, ქალზე ლაპარაკობდა.
სიმონმა ქალებზეც რაღაც თქვა, მაგრამ ვერ გავიგონე.
ქვები ყველგან არ იყო. წყალთან ახლოს სწორი ხელთნაკეთი ბეტონის მოედანი მელოტი თავივით ჩანდა, აქა-იქ ხვრელები ეტყობოდა, ზაფხულში ალბათ ქოლგებს სვამდნენ მათში, ან რამე მსუბუქ საყრდენებს ტილოს ჩარდახებისთვის და საშუალო კლასის ევროპელები, აქ იღებდნენ რუჯს სასარგებლო ულტრაიისფერით.
საცვლების ამარა ვიყავი, მერე საცვლებიც გავიძრე. ღამის ბანაობა სიშიშვლეს გულისხმობს. წყალმა დამსუსხა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ტანზე სპირტი შემესხა. აყროლებული შავი სპირტის სუნი მცემდა ყველა მხრიდან, გარს მერტყმოდა, ზვირთდებოდა, იღვრებოდა მძიმე შხეფებად, ჩემს წათრევას ცდილობდა ნაპირიდან, შორს გატაცებას და შეიძლება მოკვლასაც კი, მაგრამ მე ორივე ხელით, რომელიც უკვე საკმაოდ გახეხილ-გადაგლეჯილი მქონდა ქვის გამოშვერილ კიდეს ვიყავი ჩაფრენილი.
სიმღერა დავიწყე:
„თბილ მხარეში ზღვისკენ გულით მივიჩქარი,
ვიფრენ შვიდი საათი და სამხრეთს ვხედავ,
კლდეზე ვივლი, ზღვაშიც უნდა ჩავყო თავი,
ჩრდილოეთში დავბრუნდები მერე შენთან“.
მჩქეფარე სპირტი უმოწყალო იყო. როცა წყლის ჯოჯოხეთი უკან იხევდა, ყველგან, შავ ზეთოვან ზედაპირზე რიფების მწვერვალები ჩნდებოდნენ.
ჯერ კიდევ სამი წუთის წინ ვგეგმავდი ჩვეული მოხერხებით როგორმე ნაპირიდან გამეცურა, ტალღა მომეთვინიერებინა, რომ სიმონისთვის, ჩემი გამოუსწორებელი ცინიკოსი მეგობრისთვის დამეტკიცებინა, რომ შეუძლებელი შესაძლებელია. ახლა ვგრძნობდი, რომ ჩემი ძველი მეგობარი მართალი იყო. აქ შეგიძლია მხოლოდ იჯდე, ხელისგულებით გრანიტის კუთხეებს დაეყრდნო და დატკბე ბუნების გულგრილობით.
დრო ვიხელთე და ამოსვლა დავაპირე. როცა მომდევნო ტალღა ზურგსუკან გრუხუნით დამეწია, მივხვდი, რომ საჭირო იყო არა მარტო ამოსვლა, არამედ უკანმოუხედავად გაქცევა.
აფორიაქებულმა, მხრებში თავი ჩავრგე და კიდევ ერთხელ გადავიტყავე იდაყვი. სიმონი უკვე ჩაცმული იყო და ეწეოდა, ალისფერ ნაპერწკლებს უშვებდა ქარში.
— მეც გამახსენდა ის სიმღერა, — წამოიძახა მან, — მე ჩრდილოეთში ვცხოვრობ და თევზსაჭერ გემზე ვმუშაობ ....
— ჩაყვინთე კიდევ ერთხელ!
— არა, — მიპასუხა სიმონმა, — წყალი ცივია. ჰიდროკოსტიუმი უნდა წამოგვეღო.
— კიდევ რა. ეს ტუბერკულოზით დაავადებულთა, ასთმატიკების და მდიდარი მოხუცების კუნძულია. ჰიდროკოსტიუმები აქ არ გამოიყენება. აქ თეთრ შარვალს იცმევენ და ჩალის ქუდი ახურავთ.
— მაშინ თეთრი შარვალი უნდა წამოგვეღო.
— არა, — ვუპასუხე მე. იდეა იმაში მდგომარეობდა რომ, რაშიც ვიყავით, იმით წამოვსულიყავით.
— ძალიან კარგადაც მოვიქეცით, — თქვა სიმონმა. — კმაყოფილი ვარ! რას იტყვი, ეს მართლა სამოთხეა?
— ასე წერია, — ვუპასუხე მე და ვიგრძენი, რომ სიცივემ ამიტანა და კანკალს ვერ ვიკავებდი, მაგრამ ამან არც გამაღიზიანა და არც იმედი გამიცრუა.
— თუ აქ სამოთხეა, — თქვა სიმონმა, — მაშინ სად უნდა გადავაგდო სიგარეტის ნამწვი?
— მოაცილე კოლოფს ცელოფნის საფარი, — ვურჩიე მე, — შიგ შეახვიე და ჯიბეში ჩაიდე.
— აჰა, — თქვა სიმონმა. — აწი მეცოდინება!
მარცხნივ, ნახევარ კილომეტრში, შიშველი კლდე, მოჩანს, რომლის სიმაღლე ათსართულიანი შენობის სიმაღლეს უტოლდება, მარჯვნივ მთვარის შუქს წყალზე გზა გაუკვალია, ამ გზით შეგიძლია გაცურო, მუდმივად დასავლეთისკენ, პირდაპირ გიბრალტარამდე და შემდგომ — კარიბის კუნძულებამდე და ბრაზილიამდე. არანაირი ბარიერი, არანაირი საზღვრები, აღმართები და დაღმართები, არავითარი გზაჯვარედინები, მრავალსართულიანი ესტაკადები, არანაირი პარასკევის ტრაფიკი და ყინულები — მხოლოდ წყალი და მეტი არაფერი.
ეს ყველაფერი იმდენად მარტივი ჩანდა, რომ ცნობიერებამ უარი თქვა სრულიად სწორი გზის არსებობის იდეის დაჯერებაზე. მაგრამ როცა მეხუთე ათწლეულს გადააბიჯებ, უმჯობესია არ ენდო ცნობიერებას. უნდა დაეყრდენო ინტუიციას, გრძნობებს, სურვილებს. მოგინდა — იბანავე! მოგინდა — იყიდე ბილეთი და გაეშურე ზღვისკენ, მეთევზეთა და მხატვართა კურთხეულ მხარეში.
— რას იტყვი, — თქვა მაკაროვმა. — კმაყოფილია შენი ლაყუჩები?
— დიახ!
— მაშინ წავიდეთ!
ამოსვლისას თანდათან გავთბი.
ჩქარი ტემპით ჩავუარეთ იეზუიტების მონასტერს და ისე ვიარეთ სოფლის მთავარ მოედნამდე, ჩოგბურთის მოედანზე ცოტათი დიდი რომ იყო ზომით, ერთი ცოცხალი არსება არ შეგვხვედრია გზაზე. ძველი კვარტალის სიღრმეში შევედით, სადაც ქუჩები ერთნახევარი მეტრის სიგანის ხვრელებს წარმოადგენდა. სიმონი, რომელიც წინ მიდიოდა, გაჩერდა.
— რა სიჩუმეა — თქვა მან, — პატივს ვცემ სიჩუმეს. ზურგით იდგნენ ცივ კედელს მიყრდნობილები.
— აქაურობა კინოთეატრის დარბაზს ჰგავს! — ჩუმად თქვა მაკაროვმა, — არსებობს ასეთი სიჩუმე, როცა ყველანი თავის ადგილებზე სხედან, შუქი ჩამქრალია და მებილეთემ ფარდები დახურა შესასვლელში, ეკრანი ჯერ არ ჩართულა, სიმშვიდეა, ბნელა და ყველანი სხედან გატრუნულები რაღაცის მოლოდინში. მე კი შვიდი წლის ვარ და განსაკუთრებით მოუთმენლად, კბილების წკარუნით ველოდები: ახლა უნდა აჩვენონ ,,კაცი-ამფიბია». იხტიანდერი გაიქცევა ქუჩებში, აი, ამნაირ ქუჩებში და უკან გაეკიდება ბოროტმოქმედი, პედრო ზურიტა, მამაძაღლი და უკანასკნელი ნაძირალა. უკვე თითქმის უახლოვდება, მაგრამ იხტიანდერი — ჰოპ! — და გადაეშვება ზღვაში კლდიდან.
წავიდა, ვერაფრით ვერ დაეწევი!
როცა მთის წვერზე ავედით, კუნძულის ორივე ფერდობი ერთდროულად გამოჩნდა: ადგილობრივები ცხოვრობენ უფრო მეტად აღმოსავლეთით, დასავლეთის მხარე კედელ-კედელ აშენებული ძვირადღირებული სასტუმროებითაა აჭრელებული — აქ განათება უფრო მჭიდროა და კაშკაშა.
ბილიკი უფრო გაფართოვდა და გისოსებიან ჭიშკარს მივადექით. სიმონმა მოქაჩა კარზე მიმაგრებული ბოქლომი და რკინის ყრუ ჟღარუნმა შეაკრთო ჰაერი. მაკაროვმა ამოიხვნეშა, გისოსებს მოეჭიდა და ჭიშკარზე გადაძრომა იწყო.
— რას იზამ, თუ აქ დარაჯია? ვკითხე ქვემოდან.
— ფულს მივცემ.
— თუ არ აღებს და პოლიციას გამოიძახებს?
— ვეტყვი სიმართლეს, რომ ჩვენ რუსი ტურისტები ვართ. უეცრად, შუა სამუშაო კვირაში აუტანლად მოგვინდა ზღვაში ბანაობა და არა მხოლოდ უბრალო ზღვაში, არამედ ყველაზე კულტურულ ადგილას ევროპაში. ბანაობის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, არ შეგვეძლო არ დაგვეთვალიერებინა იმპერატორ ტიბერიუსის ვილა, იტალიური ნანგრევები — მსოფლიო ბრენდია, როგორც იტალიური ფეხბურთი, ან როგორც იტალიური ნაგავი. ჩამოვედით ამხელა გზაზე და დაკეტილი დაგვხვდა, ხომ ცრემლებამდე საწყენია! ასე ვეტყვით, გასაგებად!
— გვაპატიე ბიძია, აწი აღარ გავიმეორებთ! სიმონი ჩამოხტა, ხელები შარვალზე შეიმშრალა და სქელ გისოსებს გაუღიმა.
— სწორედ მათ უნდა გვითხრან: გვაპატიეთ, ბიძიებო! იმიტომ რომ ჩვენ მართლა ნამდვილი ბიძები ვართ, ზრდასრული მამაკაცები, ჩვენ ნამდვილად ჩამოვედით ნანგრევების სანახავად და სანამ არ ვნახავთ, არსადაც არ წავალთ. იმიტომ რომ ტურისტები ვართ. ჩვენ წესიერად ვიქცევით, სიგარეტის ნამწვსაც კი არ ვაგდებთ ძირს, არამედ ქაღალდში ვახვევთ. ჩვენ ძალიან გვინდა ფულის დახარჯვა და ცივ რუსეთში მოგონებების გაყოლება თბილი სტუმართმოყვარე იტალიის შესახებ... მოდი ავძვრეთ! აქ დარაჯი არ არის!
მე ასვლა დავიწყე, მაკაროვმა კი საუბარი განაგრძო, თან იქით-აქეთ იყურებოდა:
— როცა სასტიკ ზამთარში წითელი მოედნის შუაგულში, ნამქერში გავიყინები და ბოროტი დათვი თავს დამესხმება და დაიწყებს ჩემი ძველი ძვლების ღრღნას, თავს იმით ვინუგეშებ: რომ ფუჭად არ მიცხოვრია! მე შევძელი მენახა კუნძული კაპრი! დაველაპარაკე ტიბერიუსის მოჩვენებას! მე ვარ ველური რუსი, მაგრამ ჩემმა ლაყუჩებმა იტალიის ზღვის სუნი ისუნთქეს. როცა ჩემი წინაპრები ერთმანეთს ხოცავდნენ ხის ჯოხებით, იქ უკვე არსებობდა დემოკრატია, ფოსტა და სანტექნიკა! ამას ყველაფერს ვიტყვი, თუ დამიჭერენ.
მასიური, მრავალიარუსიანი ნანგრევები შავი, ჩუმი და პირქუში იყო, არავინ დარაჯობდა და არც განათება იყო ჩართული. აქაც ისეთივე ჰაერი იყო, როგორც მთელ ჩრდილოეთის სანაპიროზე, თხის მშრალი ნაკელის სუნი დაჰკრავდა.
— არაფერს ვგრძნობ, — ვთქვი მე.
— ორი ათასი წელი გავიდა, — მიპასუხა სიმონმა. — ერთი მოლეკულაც აღარ დარჩა მისი.
— ვერ დაგეთანხმები! ეს შეუძლებელია! ტიბერიუსი მართავდა მსოფლიოს, ის უბრძანებდა პონტიუს პილატეს. კალიგულა მისი ნაშვილები შვილი იყო. უნდა ვეძებოთ.
— კარგად ვეძებოთ, — თქვა სიმონმა.
— ოღონდ აქ ნუ ეწევი! მიცვალებულთა სულებს არ უყვართ თამბაქოს კვამლი.
— როგორც იტყვი! მაგრამ გახსოვდეს, მალე გათენდება.
— ეს ჩვენ გვაწყობს. გათენების წინა საათი ყველაზე საიდუმლო დროა. დრო მგელსა და ძაღლს შორის. სიმონს არ სჯეროდა პრიმიტიული ზემგრძნობელობის, ექსტრასენსორული აღქმის. რეალობაში, ჩრდილების სამყარო მას ყოფით ზღაპრად ეჩვენებოდა — მაგრამ ახლა ის ჩაფიქრდა და ჩაიბურტყუნა: — სულმა ალბათ სარდაფში უნდა იცხოვროს. სულ ბოლო სართულზე.
— საეჭვოა. დაბლა საოფისე ფართი უნდა ყოფილიყო: სათავსოები, თავლები და სხვა. მე, მაგალითად, ზედა სართულზე ვიცხოვრებდი. საყელოები ავწიეთ და კიდევ ერთხელ შემოვიარეთ მკაცრი ქვის ლაბირინთი. მე ვიჯექი ყველა კუთხეში, მრავალშრიანი სიბნელით სავსე ნიშებში, სამკუთხა საკნებში, სადაც ალბათ იცდიდნენ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც იმპერატორის დიდი ინტერესის საგანს შეადგენდნენ, მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი. იყო მცირე ვიბრაციები, სუსტი კვალი ან შემორჩენილი ნაკვალევის კვალი — მაგრამ არა თავად ტიბერიუსისა, არამედ მისი მონების, რომლებმაც ეს კედლები ააშენეს, რომლებიც აუზებს წყლით, საცეცხლურებს კი კეთილსურნელოვნებით ავსებდნენ.
ოსტატის ძალისხმევა არასოდეს იკარგება, განსხვავებით ძალაუფლების მოყვარულის ძალისხმევისა. სიმონი ვიპოვე ზევით, გადასახედ მოედანზე იჯდა და ხელებს ავარჯიშებდა, რომ როგორმე გამთბარიყო.
— თერმოსი უნდა წამოგვეღო.
— ჩვენ ხომ შევთანხმდით: მივდივართ მსუბუქი ბარგით, ვიღებთ მხოლოდ აუცილებლად საჭირო ნივთებს. ასე რომ როგორმე საღამომდე მოითმინე.
აღმოსავლეთით ნეაპოლი გამოჩნდა შუქების გრძელი მწკრივით. გუშინ ჩვენ სანტა ლუსიას სანაპიროზე გავისეირნეთ, მაგრამ დიდად არ აღვფრთოვანებულვართ. ნეაპოლი აღმოჩნდა ქალაქი, მაწანწალა ძაღლებით რომელიც ძველ მოტოროლერებს ჰგვანან და ძველი მოტოროლერებით, რომლებიც უპატრონო ძაღლებს ჰგვანან. კუნძული კაპრი უფრო სუფთა და მოვლილი იყო, ვიდრე ნეაპოლი. კუნძულელები უფრო მშვიდები და თავაზიანები, ვიდრე ნეაპოლელები.
ტიბერიუსის სასახლის ნანგრევები უფრო ბნელი და იდუმალია, ვიდრე სან — ელმოს. ციხესიმაგრე. იმპერატორის სასახლის ზედა, მეექვსე სართულზე, თავისი თავის ერთგულმა კათოლიკეებმა სამლოცველო ააშენეს და ღვთისმშობლის ქანდაკება დადგეს. დაფაზე ეწერა რომ ყველაფერი იოანე პავლე II-ის ლოცვა-კურთხევით გაკეთდა.
— ვერ იპოვე? ჰკითხა სიმონმა.
— ვერა!
— დამშვიდდი. მე რომ ტიბერიუსის სული ვიყო, აქაურობას ახლოს არ გავეკარებოდი, წარმოიდგინე: მე მოვკალი იესო, გავიდა ორი ათასი წელი და ჩემი სახლის სახურავზე
ხალხმა დაუგა ძეგლი არა თავად იესოს, არამედ მის დედას!
ტიბერიუსს არ მოუკლავს იესო.
— როგორ არა, — მშვიდად შეეწინააღმდეგა სიმონი. მას პირდაპირ მიუძღვის ბრალი, ის მართავდა სისტემას, რომელმაც მოკლა იესო. შენ თვითონ არ მიყვებოდი, როგორ ჰყვაოდა რომის იმპერია ტიბერიუსის დროს? ასე რომ, ის ჯოჯოხეთში წავიდა და მისი სულიც. ისტორიამ წაშალა მისი კვალი. შეხედე, სადაცაა გათენდება! ჩვენს ირგვლივ ჩიტებმა უკვე გაიღვიძეს და აჭიკჭიკდნენ. ჰორიზონტის ხაზი ღრუბლებით იყო დაფარული და მე და სიმონმა პირველი სხივი ვერ დავინახეთ.
ჯერ ვარსკვლავები გაუჩინარდნენ ერთმანეთის მიყოლებით, თითქოს დარცხვენილები: წასვლის დროა — თორემ სადაცაა აქაური მესაკუთრე მოვაო, შემდეგ ჩრდილები ცისფერი გახდა, ბოლოს კი თავად აქაურმა ბატონ-პატრონმა მთელი ძალით დაარტყა ქვემოდან, ღრუბლები ვარდისფერი ოქროთი შეფერა, გააუქმა ისინი და მაღლა აცურდა. გაისმა თოლიების ჭყივილი, ხმელეთის სხვა ფრინველებს ეხმიანებოდნენ ზღვიდან, ფერმკრთალი მთვარე მოემზადა კულისებში შესასვლელად. ულტრამარინმა კინაღამ დამაბრმავა და დამავიწყა სიმონი, ლაყუჩები და ტიბერიუსი, რომლის სულმა, რა თქმა უნდა, სწორედ ამ დროს შეუმჩნევლად ჩამიარა, — თითქოს დრო იხელთა, როცა დაუპატიჟებელი სტუმრები მზის ამოსვლით გავერთეთ, რომ დამალულიყო მომავალ მზის ჩასვლამდე.
მკვდარი ტირანების მოჩვენებებს არ მოსწონთ ცოცხალი ალიაქოთი.
ახალი, უფრო მკვრივი, ნაცრისფერ-თუთიისფერი ღრუბელი წამოვიდა ჩრდილოეთიდან, რამაც უფრო გაალამაზა პროცესი, შეარბილა ოქროსფერი ბზინვარება და უფრო რბილი ვერცხლისფერი გახადა, ღარებში ძვირფასი ნათება ჩაიღვარა.
— ისინი ამას ყოველდღე ხედავენ, — ჩუმად თქვა სიმონმა.
— შეგშურდა? — მაკაროვმა ამაყად ჩაიცინა.
— არა! რა სისულელეა სამოთხის მკვიდრთა შური. მათი ლაყუჩები წესრიგშია. ჩვენ კი ხმელეთის არსებები ვართ. ჩვენს ლაყუჩებს ყოველთვის სწყურიათ. ზღვაზე ოცნება მარად ჩვენთანაა, ჩვენს ქვეცნობიერში. ქალაქში დავრბივართ, ვსუნთქავთ გამონაბოლქვ გაზებს, ვხროტინებთ, კედლებზე ვკიდებთ პალმის ხეებს... და როცა ზღვაზე ჩამოვდივართ ჩვენი ლაყუჩები აღფრთოვანებას ვერ მალავენ, ანუ ჩვენ გვაქვს ეს ჯოჯოხეთური აღფრთოვანება, რაც მათ არა აქვთ.
— როგორ ფიქრობთ, ჩვენ ჯოჯოხეთიდან ჩამოვედით? — სიმონმა მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ მიპასუხა: როცა უკვე უკან ვბრუნდებოდით. ჭიშკარზე არ ავსულვართ, გალავნის გვერდით ვიპოვეთ ხვრელი.
— მოსკოვი არ არის ჯოჯოხეთი! ის ამ კატეგორიებს გარეთაა.
ახლა ღრუბლებმა ლურჯი გუმბათის მთელი აღმოსავლეთი ნახევარი დაფარეს და დატოვეს ერთადერთი ადგილი, საიდანაც წყლის ზედაპირზე ოქროს ცეცხლის იდეალურად სწორი სვეტი დაეშვა.
— ფოტოაპარატი უნდა წამომეღო! ვთქვი მე.
— არა, — მიპასუხა მაკაროვმა, — შეთანხმება იყო ასეთი: მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთები.
პატარა ქალაქმა გაიღვიძა, მთელ მსოფლიოში ცნობილი მხატვრების მიერ ტილოზე უკვდავყოფილი გრძელი იტალიური ჩრდილები, იასამნისფერი და რაღაცნაირად მყარი, გაწვა კუთხეებსა და კარნიზებს შორის. ღობეების უკნიდან გაისმა საყოფაცხოვრებო ხმები. დედები ყოველმხრივ ცდილობდნენ ბავშვები აეჩქარებინათ, რომ სკოლაში არ დაგვიანებოდათ, ახალგაზრდები მოტოროლერებს ქოქავდნენ, მეწვანილეებს გამოჰქონდათ ლიმონით სავსე ყუთები. მოედანი გაცოცხლდა, ორივე კაფე ერთდროულად გაიხსნა და ბარმენმა, საკმაოდ დახელოვნებულმა თავის საქმეში, ომაგ ექსპრესოს თავაზიანი ღიმილით მოაყოლა: „Prego, signori!“
პასუხად გავიცინეთ.
ყავამ და ჟანგბადმა თავბრუ დამახვია. სკამზე ჩამოვჯექი, იდაყვები თეთრ მაგიდის გადასაფარებელზე დავაწყვე, მეგობარს შევხედე და ვკითხე:
— სულ ესაა?
— დიახ! — თქვა მაკაროვმა. მაშინვე მიმიხვდა. სულ ესაა, ძმაო. ჩამოვედით, ქვებზე ხელები გადავიტყავეთ, ნანგრევებში ვიხეტიალეთ — აწი უკვე სახლში წასვლის დროა.
— ზედმეტად მარტივია! წამოვიძახე, ცალკე სასიამოვნო შხამის ორმაგი დოზით და ცალკე სამოთხის სიმარტივის იდეით აღგზნებულმა — მეგონა რამე თავგადასავალი იქნებოდა, თავგადასავალი.
ბოგოროვსკის რაიონში ჩემს აგარაკზე მისვლა უფრო რთულია, ვიდრე კაპრის კუნძულებზე მოხვედრა.
— სამყარო პატარა გახდა! მიპასუხა სიმონმა, ან ჩვენ გავხდით დიდი.
— იმედგაცრუებული ხარ?
— ბედნიერი ვარ.
— მეც ასევე, — მიპასუხა სიმონმა და საქმიანი სახით შემომთავაზა: — ცოლებს ვეუბნებით, რომ ყველაფერი გამოგვივიდა: ზღვა თბილი და ნაზია, ტიბერიუსის სული ადგილზეა, გამოვიდა კედლის ხვრელიდან და გვითხრა, როგორც იყო, რომ არ მოუკლავს იესო, არც ახალგაზრდა ბიჭებთან ეძინა.
ისტორიკოსები იტყუებიან...
არა მგონია, ცოლებს აინტერესებდეთ ეგ ამბები, შოკში არიან ისედაც.
— არა უშავს, ეს სასარგებლო შოკია! — თქვა სიმონმა, — ჩემსას ეგრევე ვუთხარი: ვიღებ მხოლოდ ყველაზე აუცილებელს, მხოლოდ შენ და ფულს. ოც წუთში მზად იყო.
ჩემი თხუთმეტ წუთში გაემზადა, — ვთქვი მე.
ოთახში რომ დავბრუნდი, ჩემ ცოლს ჯერ კიდევ ეძინა. არ გამიღვიძებია. მამაკაცებისთვის, რომლებიც აღვიძებენ ქალებს, ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ადგილია.
მძინარე, ნამდვილი უდარდელობის განსახიერება იყო, სიმშვიდემოფენილი, თითქოსდა მარმარილოს ტუჩებით, ლოყებით, ქუთუთოებით. ზედმეტად ლამაზია ჩემთვის, — მეასედ გავიფიქრე.
მისი მოსკოვის ბინის სამზარეულოში, დიდი ხნის განმავლობაში ეკიდა მისი გადიდებული ფოტოსურათი, სადაც თვალები აქვს დახუჭული, თითქოს საოცნებო სიზმარს ხედავსო. სურათი რა თქმა უნდა, ჩემმა ერთ-ერთმა წინამორბედმა გადაიღო, ზუსტად ვინ არ მიკითხავს. ძილი მისი მრავალი რელიგიიდან ერთ-ერთი იყო. შემდგომში, მძლავრი იმპულსის კარნახით, მან კედლიდან მოხსნა თავისი მძინარე ფოტო. არ მიკითხავს რატომ. მე მომეწონს, თვითონ რომ ამოვიცნობ. როდესაც მე საშხაპედან დავბრუნდი, ის უკვე იჯდა, ორივე ბალიში ზურგსუკან ამოედო და რვეულითა და კალმით შეიარაღებული, სიზმრებს იწერდა.
— იბანავე? — მკითხა მან თავის აუწევლად.
— არა! — ვთქვი მე, — ზღვა ავია, ცივი და ყველგან ქვებია. ნაპირზე ვისხედით და მერე ნანგრევებისკენ გავისეირნეთ.
— ტიბერიუსის სულის დასაჭერად?
აივნის კარი გავაღე, ზღვისა და ნამის წვეთების სურნელი შემოვუშვი, ლიმონის ხის ფოთლებიდან რომ ორთქლდება.
— რაღაც მაინც — იყო! — სუსტი, ხანმოკლე... ალბათ იქ უნდა გაგვეტარებინა ღამე, რომ ყველაფერი ეტაპობრივად გვეგრძნო: მზის ჩასვლა, შემდეგ შუაღამე, გამთენიის სიფერმკრთალე — და მზის ამოსვლა. სულებს უყვართ მოთმინებით დალოდება. მან არ მიპასუხა, ჩანაწერებში იყო თავჩარგული, უკვე წელიწადნახევარი გავიდა და ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიე, რომ ის ერთდროულად რამდენიმე განზომილებაში ცხოვრობს: რეალური, ნახევრადრეალური და სრულიად არარეალური სამყარო თანაბარი დოზით იტაცებს მას და ერთიდან მეორეში გადადის მყისიერად.
მრავალი წლის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთ ქალებთან ცხოვრება შეუძლებელი იყო და უცებ მივხვდი, რომ ვცდებოდი. მან თავისი ინკუნაბულა დახურა და დამცინავი თვალები ასწია.
— ალბათ ახლა ფიქრობ: რა მაგარი ვარ, რა მოწინავე! სხვებს ჯერ კიდევ სძინავთ და მე კი უკვე ფეხზე ვარ, მოვიარე მთელი კუნძული, გარიჟრაჟს ტირანის სასახლის ნანგრევებში შევხვდი ...
— შესაძლოა, — ვუპასუხე მე, — ალბათ, თუ ყველა ადამიანს, პრიმიტიულად დავყოფთ მოწინავედ და არამოწინავედ, მე უფრო პირველ კატეგორიაში ვარ...
მან ჩაიცინა და ისე ჩაყვინთა საწოლში, როგორც ზღვაში, როგორც ჩანს, უნდოდა კიდევ წაეთვლიმა და გამოაცხადა:
— აქ კი ცდები! შენ ხარ გამოქვაბულის კაცი! თუ მართლა მოწინავე ხარ, შენებურად, გამოქვაბულის კაცივით ველურივით ბუნაგიდან გამოხვედი, წყვილი ილეთი ჩაატარე, გამოიჩინე თავი — და სწრაფად დაბრუნდი ისევ ბუნაგში! ახლა ზიხარ და ამაყობ: აი მე რა მაგარი ვარ! აი მე რა ძლიერი ვარ!
მინდოდა — დავფაცურდი და ზამთრის ქურთუკით ჩავფრინდი იტალიაში! მიდი დარეკე, დღეს შენი ჯერია, მიეცი საუზმის შეკვეთა.
— იცი, რას გეტყვი? — ვუთხარი მე, — როცა ტიბერიუსი ახალგაზრდა იყო, იმპერატორმა ავგუსტუსმა განქორწინება უბრძანა და მეორედ დააქორწინა თავის ქალიშვილ იულიაზე. მოგვიანებით მეორე ცოლსაც დააშორა. სხვათა შორის, ტიბერიუსმა დაუსწრებლად დაიპყრო სომხეთი და პოლონეთი, მაგრამ შემდეგ კარიერა მიატოვა და რომიდან საბერძნეთში გაემგზავრა. იულია თან არ წაიყვანა.
— არ უყვარდა მეორე ცოლი?
— აგრიპინა ენატრებოდა. ერთხელ მას შემთხვევით შეხვდა და ისე შეხედა, ისეთი მზერა მიაპყრო, რომ ავგუსტუსმა მაშინვე უბრძანა ქალს რომის დატოვება...
— და რა არის ამაში განსაკუთრებული? ავგუსტუსი აკონტროლებდა მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს და კიდევ ახერხებდა სხვისი მზერები დაეჭირა! ეს ალბათ ყველაზე ცნობილი ქალისა და კაცის მზერა იყო კაცობრიობის ისტორიაში.
— არაფერი განსაკუთრებული, — თქვა მან, — რომელიმე ისტორიკოსმა დაწერა ხომ?
— სვეტონიუსმა!
მას ხომ უნდა მოეყოლა საინტერესოდ, ისე რომ არა მხოლოდ ყველა ჯურის ტვინგამომშრალ მეცნიერებს, არამედ უბრალო ხალხს, მათ შორის ქალებსაც წაეკითხათ ეს წიგნები. ჰოდა, ჩაურთო ეს სენტიმენტალური ლეგენდა საგმირო საქმეების ისტორიებს შორის ...
— ტიბერიუსს, — შევეწინააღმდეგე მე, — საგმირო საქმეები არ ჩაუდენია. ის იყო პირქუში და რაციონალური ადამიანი, ძლიერი საქმოსანი.
— ამიტომ მოგწონს იგი? შენც ისეთივე ხარ. ჯიუტი და რაციონალური. რას უცდი, დარეკე! ჭამა ხომ გინდა? აივანზე ყავის დალევა.
ერთ საათში საჭირო იყო ოთახის დაცლა, ოთხ საათში კი — თვითმფრინავში ჩასხდომა.
ვსუნთქავდი ფილტვებით, ლაყუჩებით, მთელი კანით და ალბათ, თვალებითაც. ჰაერი კარგი იყო. მოსკოვში ასეთი არ არის.