ქარიან დღეს


რამდენ მეგობარს ვეღარ ვნახავ ვერასოდეს,
ბიჭებს, ჩემს ფესვებს?
ვდგავარ ქარში დუღილისგან გათეთრებულ
მდინარის ნაპირზე და
ვიხსენებ: აი იმ მუხის ხეზე, მარადისობასთან შეერთების სურვილით,
ჩვენ, ზატმაჩელმა უწვერ-ულვაშოებმა, დანებით ამოვკაწრეთ ჩვენი სახელები.
მივდივარ ხესთან და თითქოს ნაკაწრები განიკურნენო,
თავდაჯერებულად იცქირებიან ნაწერები.
და უცებ ვხვდები: ეს არ არის თავმოყვარეობის განცდა —
ესაა ჩვენი ალალი მეგობრობის განმტკიცების გულწრფელი სურვილი.
... მდინარის ტალღებს კი დაუღალავად მიაქვთ და მიაქვთ ქაფიანი ბატკნები,
როგორც ხის მჭრელი საპარსები.