ლამის სიჩუმემ ღამის წყვდიადში...


                     * * *

ლამის სიჩუმემ ღამის წყვდიადში,
წყება ვარსკვლავთა
მძივად აკინძოს,
ისე შორია ეს გზა, ვით მაშინ _
იაკობის და ისააკის დროს...

გინდ ვარდი ნახე, კვლავ რომ ივარდებს,
ან ცისარტყელას ფერთა ზრიალი,
დღემდე ტყუიან ლხენა-იღბალზე,
როგორც ნერონი, ვესპასიანე.

და გულიც სავსე დარდით და წყენით
დაგლეჯილია ნაფლეთ-ნაფლეთად
ისე ვით მაშინ, როცა, ღვთის ნებით
დარიის შვილი ქსერქსე გამეფდა.