იგორ მელამედი
დაიბადა 1961 წელს ქ. ლვოვში (უკრაინის სსრ). სწავლობდა ჩერნოვეცკის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. დაამთავრა ა.მ. გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. მუშაობდა ჟურნალ „საყმაწვილოს“ კრიტიკის განყოფილების რედაქტორად, პერედელკინოს ბორის პასტერნაკის მუზეუმის მკვლევარად. ხერხემლის ტრავმის შემდეგ მან დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი დაკარგა. ავადმყოფობის წლებში იგი გახდა აქტიური ბლოგერი, შექმნა მისტიფიცირებული პოეტებისა და კრიტიკოსების რამდენიმე „ლიტერატურული ნიღაბი“. ავტორია პოეტური წიგნებისა „უძილობა“ (1994), „შავ სამოთხეში“ (1998) და „ანგარიშსწორება“ (2010). ლაურეატია გორკის ლიტერატურული პრემიის, „მოსკოვის ანგარიშისა“ და ვოლოშინის საერთაშორისო პრემიებისა. გარდაიცვალა 2014 წელს.
სიკვდილის შემდეგ გამოიცა მისი ლექსების, ესეებისა და „ლიტერატურული ნიღბები“ კრებულები სამ წიგნად. „იგორი ყველაზე საინტერესო და უჩვეულო ადამიანი იყო, ვინც კი ოდესმე შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში. ის პოეტს ნამდვილად არ ჰგავდა. როგორც მე პოეტები წარმომედგინა. მაგრამ სწორედ ის იყო პოეტი, ღმერთის პოეტი, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს“ — იხსენებს ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი პაველ ბასინსკი.