მონიტორთან...
* * *
მონიტორთან
შუაღამით
ახალგაზრდა ბიჭი ზის.
სევდიანი, ეჭვიანი
და პირქუში, ეკითხება Yandex-ს
და სხვა საძიებო სისტემებს —
«ოჰ, ამომიხსენით ცხოვრების გამოცანა,
მტკივნეულად ძველი გამოცანა!”
და Rambler — ი პასუხობს,
ყველა კითხვაზე პასუხობს Rambler — ი!
მარტივზე უბრალო,
Сlick — და მზადაა:
თქვენ ეძებდით: ცხოვრების აზრს,
ნაპოვნია საიტები: 111444,
დოკუმენტები: 2724010,
ახლები: 3915.





