თიმურ კიბიროვი
დაიბადა 1955 წელს ხმელნიცკის რაიონის ქ. შეპეტოვკაში (უკრაინის სსრ). დაამთავრა მოსკოვის რეგიონალური პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იბეჭდებოდა „samizdat“-ში. ავტორია ოცდაშვიდი პოეტური კრებულისა, მათ შორის: „ოსტროვიტიანოვის ქუჩა» (2000), «ლირიული გმირის იუბილე» (2000), „Amor, exil»-ი (2000 წ.), „ვინ სად, მე კი — რუსეთში მივდივარ» (2001), „Шалтай-болтай“ (2002), „ლექსები“ (2005), „კარა-ბარასი“ (2006), „სამი პოემა“ (2008), „ლექსები სიყვარულზე“ (2009), „იხ. მაღლა“ (2014), „მუსდრამთეატრი“ (2014), „მზიანი დილა“ (2020), „პატარა ფორმები. 1978-2015“ (2020); ორი პროზაული წიგნი. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ევროპულ და აზიურ ენებზე. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის ა. ტოპფერის ფონდის პუშკინის პრემია (გერმანია), „ანტიბუკერის“ დამოუკიდებელი პრემია, „ჩრდილოეთ პალმირის“ პრემია, „სადგურის ზედამხედველის“ პრემია, ბუნინის პრემია, პოეტური პრემია „ანთოლოგია“, ნაციონალური პრემია „პოეტი“, რუსეთის ფედერაციის სამთავრობო პრემია კულტურის დარგში, კ. ხეთაგუროვის სახელობის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია — ალანია და სხვები. ცხოვრობს მოსკოვში.
ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი ანდრეი ნემზერი წერდა: „კიბიროვის პოეზიის არსი ის არის, რომ მან ყოველთვის იცოდა „მარადიული ნიმუშების“ ამოცნობა გარემომცველ რეალობაში. სამოქალაქო არეულობა და საშინაო კომფორტი, სიყვარული და სიძულვილი, წვიმა და ფოთოლცვენა, მოდური ინტელექტუალური დოქტრინები და სულელური ყაზარმები, „საერთო ადგილები“ და შორეული ვარსკვლავი, ფულის პრობლემები და აბსოლუტის მოპოვება, ბუნება, ისტორია, რუსეთი, უფლის სამყარო საუბრობენ კიბიროვთან (და მისი მეშვეობით — ჩვენთან) მხოლოდ ერთ ენაზე — მოქნილ და თავისუფალ, გააფთრებულ და ნაზ, სალანძღავ და და სალაპარაკო, სასიმღერო და ორატორულ, ბნელ და ნათელ, სანეტარო უაზრო და უკიდურესად ზუსტ რუსული პოეზიის ენაზე.