მზე, როგორც ვეება ლინზაში...
* * *
მზე, როგორც ვეება ლინზაში
ტყდება შენაკადზე ნევის,
მიყვარდი, სიცოცხლის სიშმაგით,
სიკვდილს კი შეშურდა ჩვენი.
მე მწამდი ღმერთივით, რა ხდება?
ვერ იცლის უფალი უცბად,
სიყვარულს ძალა აქვს რამხელა,
ნაკლებად შეგხვდება თუმცა...





