სიმორცხვე
შვიდჯერ ვიდექი სასამართლოს წინაშე; ვიჯექი ბანაკებში,
სადაც დაღუპული მეზობლის შესახებ არ ჩქარობდნენ შეტყობინებას,
რათა პურის დამატებითი რაციონი მიეღოთ; და მეძინა
მიცვალებულთა გვერდით, სანამ თავების გადათვლისას,
შემმოწმებელი სუნზე არ არ ამოიცნობდა მიცვალებულს.
მე გავრბოდი მკაცრი რეჟიმის ზონიდან,
აკრძალულ ზოლში დახვრეტის რისკით;
ვიმალებოდი ერთ ვაგონში, რითაც სიკვდილმისჯილები
გადაჰყავდათ დასახვრეტად.
გამომივლია კარცერები, სამარტოოები...
და, როგორც უკანასკნელი „ფრაერი“, ხელში
ლექსებიანი რვეულით, მორცხვად ვიდექი,
„ახალი სამყაროს“ რედაქციის კართან.




