ძეგლის თავზე ჩიტი არის...
* * *
ძეგლის თავზე ჩიტი არის.
მის ქვეშ ვისი თავი არის,
არ ანაღვლებს: ყველა თავი,
ფრთოსანისთვის ერთი არის!
მოსწონს მას ეს პოზიცია
ზის ბრინჯაოს თმათა ძირში.
ღმერთო! ეს რა პატივია?
არ ხარ ჩიტით კმაყოფილი.
არწივი რომ იყოს — სხვაა,
ჩაფხუტი რომ ადგას თავზე,
გაუხარდებოდა ალბათ,
ტროას ნაცვლად დგას ნევაზე.
ახლა შენ წვრილმანზე ფიქრობ,
შენ დასჯიდი ამ მტრედს ალბათ,
მაგრამ ვისზეც ის ზის, თითქოს
მხიარულობს კიდეც მასთან.





