ალექსანდრე კუშნერი

დაიბადა 1936 წელს ლენინგრადში. დაამთავრა ა. გერცენის სახ. ლენინგრადის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას საშუალო სკოლაში. ავტორია ორმოცი პოეტური წიგნისა და კრებულისა, მათ შორის, „პირქუშ ვარსკვლავზე“ (1994), „ბუჩქნარი“ (2002), „ტავრიდის ბაღი“ (2008), „დედამიწის მიზიდულობა“ (2015), „შემოდგომის თეატრი“ (2020); ხუთი წიგნი სტატიებითა და ესეებით კლასიკური და თანამედროვე რუსული პოეზიის შესახებ. მისი ლექსები ითარგმნა მრავალ ენაზე, მათ შორის ინგლისურ, არაბულ, ვიეტნამურ, ებრაულ, იტალიურ, ჩინურ, გერმანულ, ჰოლანდიურ, ფრანგულ, იაპონურ და ა.შ. ენებზე. ნათარგმანი ლექსების წიგნები გამოიცა ჰოლანდიაში, იტალიასა და აშშ-ში. არის რუსული და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო, პუშკინის სახელმწიფო, ალფრედ ტოპფერის ფონდის პუშკინის (გერმანია), „ჩრდილოეთ პალმირას“, ცარსკოე სელოს ხელოვნების, ეროვნული პრემია „პოეტი“, „ოქროს ტიბეტური ანტილოპისა“ (ჩინეთი) და სხვა პრემიების ლაურეატი. ცხოვრობს სანკტ-პეტერბურგში.
1990 წელს იოსეფ ბროდსკი პოეტის წარდგენისას წერდა: „ალექსანდრე კუშნერი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ლირიკული პოეტია და მისი სახელს უფლება აქვს დადგეს ყველას გულში იმ ძვირფას სახელებს შორის, რომელთა მშობლიური ენა რუსულია». ოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, 21-ე საუკუნის სიღრმეში, მისი სიტყვები კვლავ ჭეშმარიტია. პოეტი არ წყვეტს ინტელექტუალურ და სულიერ მოღვაწეობას, ახალი მნიშვნელობებისა და გამოთქმათა საშუალებების ძიებას და მუზაც გულუხვად ეხმაურება მას.

Произведения автора

9 произведений