სახსოვრად გიტოვებ ძვირფასო იმ დროშიც...


                                  * * *
                                                              ა. პ.

სახსოვრად გიტოვებ ძვირფასო იმ დროშიც,
ნოემბრის აისებს, ფოლადის ცივ თითებს,
ნესტიან ატლასებს, რომ ვმალავ იმ დროშის,
პალატის ზეწრების დაჭმუჭნულ სიფითრეს.

იმ ბოლო შეხების უცნაურ ჟრჟოლვას და
ორთქმავლის კივილზე გაქცეულ სიმშვიდეს,
წაიღე, სანამდე ჯერ კიდევ ლოცვად ვარ,
იმ შავ კიდობანში ჩააწყვე სიმდიდრე...

რომ ზღვაში გაცურო ამ ნიშნით, მოტივით,
ყრუ პრელუდიაა არყოფნის და შიში,
უსახო, როგორიც ქარია ორპირი
და ბოლო ყინვაა, ძვირფასო, ძვალ-რბილში...