ავიატორი
(ფრაგმენტი რომანიდან)
გეიგერი ნასადილევს წავიდა. მე ის პალტოთი და ქუდით ხელში, დერეფანში შევნიშნე, როდესაც ვალენტინა შემოდიოდა. მესმოდა მისი ნაბიჯების ხმა, ჯერ სართულზე, შემდეგ კი, კიბეებზე. მიუხედავად, გეიგერისგან მიღებული ნებართვისა (ან კიდევ მიუხედავად ამისა), ორი დღე არ მითხოვია ვალენტინასთვის, ჩემთან დაწოლილიყო, თუმცა კი ვოცნებობდი ამაზე. ახლა კი — ვთხოვე.
და აი, ის გვერდით მიწევს, მისი ხელისგული ჩემს ხელისგულზე ძევს. მისი თმა ჩემს ყურს თითქოს უღიტინებს. მე მიჭირს იმის წარმოდგენაც კი, რომ ჩვენ შეიძლება ამაზე წაგვასწრონ. სხვა რამეზე რომ წაესწროთ, რაც შეიძლებოდა მიუღებლად, უწესოდაც კი ჩაეთვალათ არაფრად მიმაჩნდა რადგან, უწესო საქციელი, ეს იქნებოდა პირველი რამ, რასაც ჩვენგან ელოდნენ, მაგრამ ეს, აქ ხომ ყველაფერი ისე ამაღელვებელია, ისე ნაზია და სუსტი, აუხსნელიც კი, და არ მტოვებდა შეგრძნება რომ, ყველაფერი ეს, ოდესღაც უკვე იყო. ვეკითხები ვალენტინას, აქვს თუ არა მას, თუნდაც უკვე წაშლილი, მსგავსი მოგონება, თუ მოგონება არა, წარმოდგენაში მაინც თუ აქვს მსგავსი რამ. — არა, მპასუხობს იგი, არაფერი მსგავსი არ მქონია და მოგონებებში საიდან გამიჩნდებოდა?
არა და, მე მქონდა, მართლა და მართლა, ხომ არ გამოვიგონე. ჩვენ აი ასე ვიწექით ერთად, ხელი ხელში, საფეთქელი საფეთქელთან. მე მაშინ ნერწყვის გადაყლაპვისა მეშინოდა და სპეციალურად ჩავახველებდი ხოლმე, რომ ყლაპვით წარმოშობილი ხმა გადამეფარა. ასეთი არამატერიალური იყო ჩვენი ურთიერთობა. ან სახსრებში რაიმე არ ატკაცუნებულიყო, ეს ხომ ჩვენი ურთიერთობის მთელს ჰაეროვნებას, მის სინაზეს დაარღვევდა და გააუხეშებდა. მათში არაფერი იყო სხეულებრივი. მე მისი მაჯაც მყოფნიდა, თითი, პერლამუტის მსგავსი, პრიალა— ვარდისფერი ფრჩხილიც კი მის ნეკა თითზე. მე ვწერ და ხელი მიკანკალებს. კი ბატონო სისუსტის გამო, იმიტომაც რომ ტემპერატურა მაქვს, მაგრამ ეს, გრძნობების მოჭარბების გამო უფრო ხდება, და კიდევ იმიტომაც რომ, დანარჩენს ყველაფერს ჩემი მახსოვრობა-ხსოვნა მიმალავს. რა იყო ეს?
— რა იყო ეს? — ცრემლად დაღვრილი, ყვირილით ვეკითხები „დაიკო ვალენტინას. რატომ სრულად ვერ ვიხსენებ ჩემივე ცხოვრების ყველაზე დიდ ბედნიერებას?
ვალენტინა ეხება ჩემს შუბლს ოდნავ ცივი ტუჩებით.
— იქნებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, ბედნიერებაც არ იქნებოდა.
შესაძლებელია, მაგრამ ამას რომ მივხვდე, ყველაფერი უნდა გავიხსენო. ვიხსენებ. გაყინულ მდინარეზე ტრამვაის რელსები. ერთი ნაპირიდან მეორემდე მოსიარულე ელექტრო ტრამვაი, ფანჯრებთან მოწყობილი პატარა ჯიხურებით. ვაგონის გამცილებელი თვალებით ხვრეტს ქარბუქს, მაგრამ ჯერ მეორე ნაპირი არ ჩანს. გზას ოდნავ ანათებს ოდნავ მბჟუტავი ლამპიონების, თითქმის მიმქრალი შუქი და გზაზე, ყინულზე სულ მცირე ნაპრალიც კი კატასტროფულად დიდი და საშიში გეჩვენება. გამცილებელი მობილიზებულია, ის არის უკანასკნელი, ვინც იმედს დაკარგავს. კონდუქტორიც სულით ძლიერი გახლავთ, მაგრამ არ ავიწყდება საკუთარი თავის, მათარიდან ყლუპის მოსმით, ხშირ ხშირად გამხნევება, რადგან ყინვა და ეს მთვარიანი პეიზაჟი ნებისმიერს ააფორიაქებს, მას კი, სიმხნევის დაკარგვის უფლება წამითაც არ აქვს. ბილეთებს ახევს გაყინული თითებით და ჰყიდის მათ ხუთ-ხუთ კაპიკად. მის ქვეშ ათ საჟენზე მეტი გაყინული წყალია, გვერდებიდან ქარბუქი, მისი კიდობანი კი, ეს ყვითლად მბჟუტავი ნათურა, ნელ ნელა მიღოღავს თავისი მიზნისკენ, დიდი შუქურასკენ, რომელიც ჟამი-ჟამ, მცირე დროით, მაგრამ მაინც, უკუნში იძირება ხოლმე. მე ვიხსენებ ამ შუქურას, ამ მდინარეს. ანუ, მე უკვე გავიხსენე, ვიცი რომელ ქალაქშიც ვცხოვრობდი.
ხუთშაბათი
მე ხომ პეტერბურგი უსაზღვროდ მიყვარდა. სხვა ადგილებიდან დაბრუნებული, ყოველთვის დიდად ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ჩემს თვალებში და წარმოსახვაში, მისი ჰარმონია აქარწყლებდა ჩემშივე ბავშვობიდანვე ჩაბუდებულ შიშს ქაოსისადმი. მე ახლა არ შემიძლია დაწვრილებით აღვიდგინო ჩემი ცხოვრების გარკვეული მომენტები მაგრამ, კარგად მახსოვს, როდესაც ამ ქაოსის ტალღები ძალიან მომიზღვავდებოდნენ, ისინი როგორც წესი, იმსხვრეოდნენ იმ კუნძულზე ფიქრით, რომელსაც ჩემთვის პეტერბურგი წარმოადგენდა.
მე ახლა ვალენტინამ ნემსი გამიკეთა რბილ ადგილში. რაღაც ვიტამინი. ვიტამინის შპრიცები რატომღაც გაცილებით არასასიამოვნო და მტკივნეულია, ვიდრე სხვა წამლებისა. ამასობაში აზრი დამეკარგა.
ჰო, მართლა — ჰარმონია, სიმკაცრე. აი, მე დედასთან და მამასთან ერთად ვარ — მე ცენტრში ვდგავარ და მათთვის ორივე მხარეს მაქვს ხელი ჩაჭიდებული, მივდივართ ფანტანკიდან ალექსანდროვის თეატრისკენ, მივუყვებით შუა ქუჩას. თავად სიმეტრიის, თუ გნებავთ ჰარმონიის განსახიერებას წარმოვადგენთ. მივაბიჯებთ, და მამა მეუბნება რომ, სახლებს შორის მანძილი ამ სახლების სიმაღლის ტოლია, ხოლო ქუჩის სიგრძე ათჯერ აღემატება ამ სახლების სიმაღლეს. თეატრი ზომაში იმატებს, ახლოვდება, მაშინებს. ცაზე ღრუბლების დაჯგუფებაც მატულობს. ჰო მართლა: ქუჩას შემდეგ სახელი შეუცვალეს და რაღაც უსახური სახელი შეარქვეს. გაუგებარია, რატომ?
კიდევ, კიდევ ხანძარი გამახსენდა. არა იმდენად თავად ხანძარი, რამდენადაც ის, თუ როგორ მიდიოდნენ მის ჩასაქრობად. ნევის პროსპექტზე, ადრიანი შემოდგომის ერთ-ერთი დღის დასალიერს, წინ ცხენზე ამხედრებული მარბიელი მოიჩქაროდა, ტუჩებთან საყვირით ის აპოკალიფსის ანგელოზს უფრო ჩამოჰგავდა. იგი საყვირის ხმაურით უთავისუფლებდა გზას მეხანძრეებს, მეეტლეები გზის განაპირას გაყვანილ თავის ტრანსპორტთან იდგნენ ნახევრად შემობრუნებულები და მორჩილად ელოდნენ მოვლენების განვითარებას. და აი მშფოთვარე პროსპექტზე მოიჩქარის ოთხთვალა, რომელსაც ცეცხლისმქრობლები მოჰყავს. ისინი ძელსკამზე, სპეციალური ჩაფხუტით აღკაზმულები სხედან ერთმანეთისადმი ზურგ შექცევით, მათ თავზე კი სახანძრო რაზმის დროშა ფრიალებს. დროშის გვერდით ბრანდმაისტერი ზარს ახმიანებს. თავიანთი, ერთი შეხედვით, ყოველგვარ გრძნობას მოკლებული გამოხედვით მეხანძრეები ტრაგიკულები სჩანან, მათ სახეებზე თითქოს ის ალი აღბეჭდილა, რომელიც გარკვეულ მომენტამდე უჩინარი იყო, მერე სადღაც იფეთქა და ახლა კი მათ ელის.
მათ ეკატერინეს ბაღიდან, სადაც სულ სხვა ტიპის ხანძარი ბობოქრობს, ცეცხლოვან-ყვითელი ფერის ფოთლები აცვივათ. მე და დედა ვდგავართ თუჯის ღობეს მიყუჟულები და ვაკვირდებით, როგორ გადაეცამა ფოთლის უწონადობა ყველას, ის ნარნარით ასცილდება ქვაფენილს, მიიწევს ზევით და მიფრინავს ნევის პროსპექტის თავზე. ჩვენს თვალწინ კი ჩაიქროლეს ერთმანეთის მიყოლებით: გრძელი კიბეებით, ძალაყინებითა და სხვადასხვა ზომის შლანგებით დატვირთულმა ოთხთვალამ ორთქლის ტუმბოთი (ტუმბოდან ორთქლი უნდა წამოვიდეს, მილიდან კი კვამლი), დამწვრობით დაზიანებულთა საშველად, სამედიცინო ფურგონმა. მე ვტირი, დედა კი მამშვიდებს, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო, მე შიშისგან კი არ ვტირი, არამედ აღტაცებისგან. ამ ხალხის უზომო ვაჟკაცობით, უშიშრობით და დიდებულებით რომ არის გამოწვეული. მე ძლიერ მინდოდა ბრანდმაისტერი გავმხდარიყავი და მუდამ, როდესაც მეხანძრეებს დავინახავდი უსიტყვო თხოვნა მუდარით სავსე თვალებით შევცქეროდი მათ და თითქოს ვეხვეწებოდი, მივეღეთ მათ რიგებში. ნევის პროსპექტზე გავლისას, იმპერიალთან, აუცილებლად წარმოვიდგენდი რომ, ხანძრის ჩასაქრობად მივიჩქარი. საზეიმო იერით წარმოვიდგენდი რა ხდებოდა იქ, ალმოდებულ გარემოში, როგორ წარიმართება ყოველივე, ვიჭერდი ხალხის აღტაცებულ მზერას და მათ მისალმებას, ამაყად თავაწეული, მხოლოდ თვალებით ვპასუხობდი. ყველაფრიდან გამომდინარე, მეხანძრე ვერ გავხდი მაგრამ, ახლა, დიდი დროის გასვლის შემდგომ მე ამას არ ვნანობ.
შაბათი
გუშინ მთელი დღე სამედიცინო შემოწმებას გავდიოდი. რაღაცნაირი, საკვირველი შთაბეჭდილება მაქვს. არა, არც მტკენია და არც არასასიამოვნო შეგრძნება არ გამჩენია. მოწყობილობებმა გამაკვირვა, მე ასეთები ადრე არც მინახავს. მე რა თქმა უნდა, სამედიცინო მოწყობილობების საკითხებში დიდი სპეციალისტი არ გახლავართ და ყველაზე მეტი, რაც მათზე შემიძლია გითხრათ, ეს გახლავთ ჩემი შეგრძნებები, ისინი კი, მართლაც არაჩვეულებრივი დამრჩა.
— დიდხანს ვიყავი გათიშული? — ვკითხე ვალენტინას, იმდენად დიდხანს რომ, ახალი მოწყობილობები მოუტანიათ და მე ვერც კი შევამჩნიე?
პასუხის ნაცვლად ვალენტინა გვერდით მომიწვა. მეფერებოდა თმებზე. ოდესღაც, ასე ანასტასია მეფერებოდა. უყურე შენ? მოულოდნელად სახელმა ამოყვინთა. არ მახსოვს ვინ იყო, რატომ მეფერებოდა, მაგრამ ანასტასია რომ ერქვა, ეს ნათლად გამახსენდა. მისი თითები, თითქოს ჩემს თმებში მოგზაურობდნენ და ზოგჯერ ჩაფიქრებულები ისვენებდნენ. დაცურავდნენ ყელიდან ყურის მიმართულებით, ნაზად იკვლევდნენ ყურის ნიჟარის რელიეფს და მე მესმოდა მათი, გასაკვირვად ხმაურიანი შრიალი. ზოგჯერ, ანასტასია შუბლს შუბლზე მაბჯენდა და ჩემი და თავისი თმის ბღუჯებისგან ერთს ნასკვავდა. მუქი და ღია ფერის ბღუჯებისგან. ჩვენ ეს ძალზედ აღგვაგზნებდა, ჩვენ ძალზედ სხვადასხვანაირები, განსხვავებულები ვიყავით.
— რაზე ფიქრობთ? — მეკითხება ვალენტინა.
— მომმართე „შენ“-ობით, კარგი?
— რაზე ფიქრობ?
არაფერზე, ან რაზე უნდა ვიფიქრო, მე ხომ არაფერი მახსოვს. აი, ანასტასისაგანაც მხოლოდ სახელიღა დარჩა. სახელი და მისი თმების, ხორბლის სურნელი, ეს სუნიც არ დამვიწყებია. იქნებ ხსოვნაში ჩარჩენილ შეგრძნებად მე ვალენტინას თმის სურნელს აღვიქვამ. ან ასეა, ვალენტინას თმების სურნელი, რომელიც ასევე ხორბლისას ჰგავს, მე ქვეცნობიერად მაგონებს მას, რაც მაბედნიერებდა.
კვირა
გეიგერმა „რობინზონ კრუზო“ მომიტანა. არა ახალი გამოცემა, გამარტივებული ორთოგრაფიით, არამედ რევოლუციამდელი, 1906 წლით დათარიღებული. სწორედ ამ წიგნს ვკითხულობდი ბავშვობისას — მან რა, იცოდა ამის შესახებ? მე მას დახუჭული თვალებითაც გამოვიცნობდი, ხელის შეხებით, წონით. სუნითაც კი — როგორც ანასტასიას თმებს. ჩემს ნესტოებში სამუდამოდ დარჩა ტიპოგრაფიული საღებავისა და ამ წიგნის პრიალა ფურცლების სპეციფიკური სურნელი. მას დაჰკრავს მოგზაურობის არომატი. ამ ფურცლების შრიალი კუნძულის იმ დიდი, ღია-მწვანე ფოთლების შრიალს ჩამოჰგავდა, რობინზონს რომ მზის სხივების მცხუნვარებისგან იცავდნენ. დილაობით რომ ბროლის წვეთებით დაიწინწკლებოდნენ. მე ვფურცლავდი წიგნს და აშკარად ვცნობდი ყოველ ახალ გვერდს. ყოველ, ახალ სტრიქონთან ერთად ცოცხლდებოდა ყველაფერი ის, რაც თან სდევდა მას, ამ სტრიქონს, ჩემს წარსულში — ბებიას ხველება, სამზარეულოში მაგიდიდან გადმოვარდნილი დანის წკრიალი, იმავე სამზარეულოდან შემწვარი ხორცის სუნი, მამის პაპიროსის კვამლი. გამოცემის თარიღიდან გამომდინარე, ყველაფერი ზემოთ აღწერილი ხდებოდა 1906 წლამდე.
ორშაბათი
ადამიანი ზის მაგიდასთან. კარის ღრიჭოში ჩანს: წელში მოხრილი, პატარა რგოლებად ჭრის ძეხვს და მიირთმევს ამ ნაჭრებს ერთმანეთის მიყოლებით. თანაგრძნობის აღმძვრელი ტრაპეზია. ერთი ღრმად ამოისუნთქა, დაისხა არაყი და სულმოუთქმელად გადაჰკრა. დრო და დრო ფანჯარაში იხედება. იქ კი ფოთლები, თითქოს ტყვიისა იყვნენ, დიაგონალური მიმართულებით პიკირებენ ზევიდან ქვევით. ისინი წესით, ფარფატით უნდა ეშვებოდნენ მაგრამ, ქარი დააფრენს თავის ჭკუაზე. მე კი ყველაფერს ბნელი კორიდორიდან ვაკვირდები. ამასთან, ვაკვირდები არა კართან ახლო მდგომი, არამედ, ცოტა მოცილებით მდგარი, ამიტომაც არ ვჩანვარ. მაინტერესებს რას შვება კაცი, როდესაც არ იცის რომ, მას უთვალთვალებენ. ის კი არაფერსაც არ აკეთებს, ჭრის და მიირთმევს პატარა რგოლებად დაჭრილ ძეხვს და მოწყენილად ჩაფიქრებული, ხშირ ხშირად აყოლებს არაყს. სანამ ჭიქას აიღებდეს, გაზეთის ნაგლეჯით იწმენდს ხელს. ამ ყველაფერში თითქოს განსაკუთრებული არაფერია, არადა გონებაში ასე ნათლად ჩამიჯდა. ნეტავ როდის და სად მოხდა ყველაფერი ეს?
უკვე რამდენიმე დღეა ჩემი ტემპერატურა 37,5-ს არ ასცილებია. თავსაც უკეთ ვგრძნობ. სისუსტეც ნელ-ნელა უკან იხევს. ზოგჯერ საწოლზე წამოვჯდები ხოლმე დაღლამდე, არადა, მალე ვიღლები. არსებობს წამების ასეთი ფორმა: დასვამდნენ ადამიანს ძალიან ვიწრო ძელსკამზე ისე, რომ ფეხები იატაკს ვერ წვდებოდა, არ შეიძლება ძილი, წელში მოხრაც კი, ადგომა. ხელები მუდმივად მუხლებზე უნდა გეწყოს. აიძულებდნენ ასე მჯდარიყო დღე და ღამე სანამ ფეხები მაგრად არ დასივდებოდა. წამების ამ ფორმას ასევე ერქვა — ძელსკამზე დასმა. ღმერთო, რა აბდაუბდა ამბებს ვიხსენებ, რა არეულობა მაქვს თავში.
სჯობია ასე: აი, ჩვენ ვართ ლიგოვოში, პოლეჟაევის პარკში. ივნისის თვეა. აქ მდინარე ლიგოვკა ჩაედინება, ის პატარაა, მაგრამ პარკის ტერიტორიაზე ჩადინებისას კალაპოტი იმდენად უფართოვდება რომ, აქ, ტბას უფრო მოგაგონებთ. პარკის შემოსასვლელთან ეკიპაჟებისა და ლანდოების დიდი რაოდენობა დგას და დამქირავებელს ელოდება. აქ რომ მთელი ქალაქის მოსახლეობა მოვიდეს? ვეკითხები მამას. მამა დაკვირვებით მიცქერს და პასუხს ამზადებს, ალბათ იმის მიხვედრა უნდა, თუ რა უფრო მეტია ჩადებული ამ ჩემს შეკითხვაში. — გულუბრყვილობა თუ, ირონია. ფრთხილდ მაძლევს პასუხს: არა, მთელი ქალაქი არა. ჩემი შეკითხვა კი სიხარულით უფროა გაცისკროვნებული — მე ძლიერ მიყვარს დიდი ხალხმრავლობა. ამ დროს უფრო ადვილად და უკეთ მიყვარს.
ბალახზე გაშლილია ზეწრები, რომლებზეც სამოვრები და პატეფონები დაულაგებიათ. ჩვენ პატეფონი არ გვაქვს და მე ვაკვირდები, როგორ ატრიალებენ სახელურს გვერდით მჯდომები. ვინ იყვნენ რა თქმა უნდა არ მახსოვს, მაგრამ, აი სახელურის ტრიალი კი, ნათლად ზის გონებაში. რამდენიმე წამში ისმის მუსიკის ხმა, ჩახრინწული, არც მთლად გასაგები, მაგრამ მაინც მუსიკა. სიმღერა. ყუთი. ოი, როგორ მინდოდა მე მისი მფლობელი ვყოფილიყავი, მეზრუნა მასზე, ზამთარში თბილ ღუმელთან ახლოს დამებრძანებინა და მომემართა, მომემართა მეფური, თვითკმაყოფილი იერით და ეს გამეკეთებინა ისე, როგორც დიდი ხნის ჩვეულებად ქცეულ, ჩვეულებრივ საქმეს აკეთებენ. სახელურის ტრიალს და თვით სახელურს, უბრალო, მაგრამ მუსიკის, რაღაც ბრწყინვალის სამყაროში შემყვან საშუალებად უფრო აღვიქვამდი. ამ, წრიულ მოძრაობაში იყო რაღაც მოცარტისეული, დირიჟორის ჯოხის აქნევის მაგვარი, მუნჯ ინსტრუმენტებს რომ აცოცხლებს და მიწიერი კანონებით რომ ძნელად ასახსნელია. ხშირად მე თვითონ, ჩემთვის ვდირიჟორობდი, თან წავიმღერებდი და, სხვათა შორის, ეს არც თუ ისე ცუდად გამომდიოდა. რომ არა ბრანდმეისტერობაზე ოცნება, მე რა თქმა უნდა დირიჟორობას ავირჩევდი.
ივნისის იმ დღეს ჩვენ დირიჟორიც ვნახეთ. მისი პატარა ჯოხის მორჩილ ორკესტრთან ერთად იგი, ნაპირს ნელ-ნელა შორდებოდა. ეს გახლდათ არა პარკის, სასულე ორკესტრი, არამედ ნამდვილი, სიმფონიური. იდგა დიდ ტივზე, რომელზეც გაუგებარია, როგორ დაეტივნენ მთელი შემადგენლობითა და ინსტრუმენტებით და წყლის ზედაპირზე იღვრებოდა მისი — ამაღლებული მუსიკა. ტივის გარშემო ნავები და იხვები დაცურავდნენ, ხან ნიჩბების მოსმის წრიპინა ხმა გაისმოდა, ხან ფრინველთა ვახვახი, მაგრამ ეს ხმები სავსებით ჯდებოდა მუსიკის ჰანგებში და მათ დირიჟორიც კეთილგანწყობით იღებდა. მუსიკოსებით გარშემორტყმული დირიჟორი მაინც მარტო იყო: არის ამ პროფესიაში სხვისთვის მიუწვდომელი რაღაც, რაც ტრაგიზმთან მაქსიმალურად ახლოს დგას. ის იქნებ ისე მკაფიოდ არ არის გამოხატული, როგორც ბრანდმაისტერის შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც ცეცხლთან და გარემო პირობებთან არ არის კავშირში მაგრამ, მისი ეს შინაგანი ბუნება მით ურო წვავს გულსა და ყველაფერს მასთან დაკავშირებულს.
სამშაბათი
არსებობს პროდუქტის ბარათების მიმღებთა ოთხი კატეგორია:
პირველი — მუშები. ეს არის ერთი ფუნტი პური დღეში, რაც სავსებით საკმარისია.
მეორე — მომსახურე კატეგორია, ფუნტის მეოთხედი პური დღეში.
მესამე — არ მომუშავე ინტელიგენტები, მერვედი ფუნტი.
მეოთხე — ბურჟუები, იგივე მერვედი, მაგრამ ორ დღეზე და, საკუთარ თავ ნურაფერზე ეტყვი უარს.
გეიგერს ვკითხე, მოქმედებს თუ არა ამჟამად პროდუქტის ბარათები. მიპასუხა რომ, უკვე გააუქმეს. მადლობა ღმერთს, არც თუ ისე დიდად სასიამოვნო პროცედურაა ბარათებით პროდუქტისა და სხვა აუცილებელი რამეების მიღება, განსაკუთრებით ნავთისა და საპნის.
ყური მოვკარი რომ, ვასილევსკის კუნძულზე, ახალი გამცემი პუნქტი გაუხსნიათ, სადღაც მერვე და საშუალო ხაზების კუთხეში. წავლასლასდი რადგან, ახლადგახსნილ პუნქტებთან როგორც წესი, რიგი ნაკლებია, იმიტომ რომ მისი არსებობის შესახებ ჯერ ბევრმა არც კი იცის. წვრილად თოვს და სრუტიდანაც ცივი ქარი უბერავს, ყურებზე ვგრძნობ ამ ქარის მწარე კბენას. ბებიას ნაქონი თავსაფარი გამომატანეს (ბებია იმ დროისათვის უკვე ცოცხალი აღარ იყო), ქუდს ზევიდან დაიფარებო, მაგრამ მე შტერს შემრცხვა და ეს არ გავაკეთე. და აი უკვე ტუჩკოვის ხიდზე, ქარმა კინაღამ წამიღო და ყურებიც გამეყინა. ამოვიღე ბებოს თავსაფარი და თავზე შემოვიხვიე. საკითხავია, რის ან ვისი მრცხვენოდა — ისეთი ქარბუქია, რომ ხელის გაწვდენაზე ვერაფერს დაინახავ და ესეც არ იყოს, ხედვადობა რომც იყოს, ამ თავსაფარში ვინ მიცნობს? მაგრამ პუნქტთან მისულმა მაინც შემოვიხსენი ეს თავსაბურავი და რიგში ჩავდექი. პელაგია ვასილის ასული მეუბნება:
— მე პელაგეა ვასილევნა ვარ, რიგში თქვენს წინ ვდგავარ, მაგრამ მოფარებულში მინდა დავდგე, სადაც ნაკლებად უბერავს.
— რა თქმა უნდა — ვპასუხობ — დადექით მოფარებულში, სხვა აბა რა გითხრათ?
— თქვენ ნამდვილად არ გახვალთ რიგიდან? თუ წასვლა დააპიროთ მოდით ჩემთან გეთაყვა და გამაგებინეთ რომ, რიგი არ დავკარგო.
მე თავის დაკვრით ვაძლევ თანხმობას მაგრამ, იგი ადგილზე რჩება.
— ეეჰ, მე დავდგებოდი, მაგრამ მაღალი ტემპერატურა მაქვს. პირდაპირ არ ვიცი აქ დგომის შემდეგ ჩემგან რა დარჩება, არა და, უნივთოდ ვერაფერს აკეთებ ადამიანი.
შემოგვიერთდა ნიკოლოზ კუზმიჩი და პელაგიას ეუბნება:
— წადი პელაგია, მე ვიდგომები, წადი და ნუ ნერვიულობ.
— მანაც, დაუთმო რიგში თავისი ადგილი და ამბობს: კუზმიჩს ვენდობი, ის არსად წავა.
რიგში მდგომებს ქუდები, მხრები და წამწამები თოვლით გვაქვს დაფარული. ზოგი ფეხების ერთმანეთზე ბრაგუნით ცდილობს გათბობას. დროდადრო პელაგია მოფარებულიდან კუზმიჩისკენ იჭვრიტება ხოლმე, ეჭვნარევი გამოხედვით. ის ამჩნევს ამას და თავს აქნევს საყვედურის ნიშნად.
— მადლობა კოლია, ამბობს პელაგია და უკან, თავის მოფარებულ კუთხეში იყუჟება.
პირველი საათი უმეტესობა ხუმრობს, ან იმაზე მსჯელობს რა ძნელია უნავთობობა. უნავთობობა და უშეშობა. მესამე საათის მიწურულს სკვარცოვი შემოგვიერთდა, ჩემი, ძალზედ შორეული ნაცნობი. მან საერთო საუბარში ჩართვისა და მისი გაგრძელების მიზნით, მრავალმნიშვნელოვნად დაიწყო: ჩემს ცხოვრებაში 1919 წელი ყველაზე რთული და ცუდი წელი გამოდგა.
— ჰო, ჰო ჰო — და რამხელაა ეს შენი სიცოცხლე, ცხრამეტისა ხარ კი? ან ოცისა? — ეკითხება მას რიგში მდგომთაგან ვიღაც — საერთოდ, ჯერ რა გინახავს შენს სიცოცხლეში?
— ნუ, ჯერ ეს ერთი.
პასუხთან ერთად სკვარცოვი ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება რომ, ის ამ რიგის სრულუფლებიანი წევრია და ჩემთან ერთად დგას. მას მშვიდი, უშფოთველი ხმა აქვს მაგრამ, რიგს მისი არ სჯერა.
— აი ის — ამბობს კუზმიჩი და თან ჩემზე უთითებს — თავიდანვე აქ დგას, ჩვენ იგი გვახსოვს, პელაგია ვასილიევნაც გვახსოვს, რომლის ნაცვლადაც მე ვდგავარ (წამით, საფარიდან პელაგიას თავი გამოჩნდა) შენ კი, მომიტევე მაგრამ, არ გვახსოვხარ.
სკვარცოვმა მხრები აიჩეჩა, საიდანაც თოვლი დასცვივდა. რამდენიმე წამში სკვარცოვი ყოველგვარი კამათისა და დავის გარეშე, ქარბუქს შეერწყა და ისე მოხდა რომ, ამის შემდეგ მე ის არასოდეს მინახავს.
ოთხშაბათი
კარადაზე ფემიდის სტატუეტკა დგას, რომელიც მამას იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების დღეს უსახსოვრეს. მე მასზე ჯერ კიდევ ძუძუმწოვარას მომითითებდნენ და თან მეუბნებოდნენ: აი, ფემიდა. შემდეგ სტუმრების თანდასწრებით მკითხავდნენ: სად არის ფემიდა? მეც ამაყად ვაჩვენებდი. არც ვიცოდი ვინ არის ფემიდა და ჩემთვის ვფიქრობდი რომ, ეს არის ნებისმიერი ხარახურა, რაც კი კარადაზე დგას. მე ფემიდაში სასწორის გარდა ყველაფერი მომწონდა, ისინი კი არ ქანაობდნენ და ამიტომაც არ იყვნენ ჩემთვის მოსაწონი. შვიდ წლამდე მე ამას ვითმენდი, შემდეგ კი ვცადე ისინი მოძრავი გამეხადა, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ, მათ მექანიზმი მოეშალათ და ხან ჩაქუჩით, ხან სახრახნისით და ხანაც რაიმე ინსტრუმენტით მანამ ვცდილობდი შეკეთებას, სანამ ამ ნაკეთობას, ორივე თეფში საერთოდ არ მოძვრა და ფემიდა უსასწოროდ არ დარჩა.
ხუთშაბათი
დღეს, დილის შემოვლის შემდეგ გეიგერი პალატაში დარჩა. ვენური სკამის საზურგეს ხელი გადაუსვა.
— თქვენ როგორღაც ვალენტინას ჰკითხეთ, დიდხანს იყავით თუ არა უგონოდ...
დოინჯშემოყრილი კარგა ხანს მიყურებდა გამჭოლი მზერით. მე კი საბანი ჩავბღუჯე და ნიკაპთან მივიტანე.
— ესეც საიდუმლოა?
— არა, რატომ. თქვენი რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით, ანუ კარგად მიმდინარეობს და ვფიქრობ უკვე შეიძლება რაღაც რაღაცეებზე გესაუბროთ და აგიხსნათ კიდეც. მაგრამ მხოლოდ რაღაც, გარკვეული რამ და არა ყველაფერი ერთად. თითქოს ამ ფრაზას ელოდაო, პალატაში ვალენტინა შემოვიდა, ლანგარზე სამი ფინჯანი ედო. ოთახში ფეხი შემოდგა თუ არა, მე მივხვდი რომ, ყავა შემოიტანა. სასიამოვნო სურნელი დატრიალდა. კარგად მოხარშული ყავა-ნეტავ როდის დავლიე ბოლოს? მე დაჯდომაში დამეხმარნენ და რამდენიმე წუთში სამივენი ვისხედით, მე საწოლზე, ვალენტინა და გეიგერი კი, სკამებზე.
— საქმე იმაში გახლავთ — დაიწყო გეიგერმა, რომ თქვენ მართლაც დიდხანს ბრძანდებოდით უგონოდ და ამ პერიოდში, მსოფლიოში მოხდა ძალიან ბევრი ცვლილება. მე თქვენ მათზე ცოტ-ცოტას, თანდათანობით მოგიყვებით, თქვენ კი, თქვენის მხრივ, განაგრძობთ იმის გახსენებას, თუ რა ხდებოდა თქვენს თავს, თქვენს გარშემო. თქვენი და ჩემი ამოცანაა რომ, ეს ორი ნაკადი ერთმანეთს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ შეერწყას. ყავა ისეთივე კარგი აღმოჩნდა, როგორც მისი სურნელი, იქნებ უკეთესიც კი. გეიგერი ყვებოდა კოსმოსის დაპყრობაზე. აღმოჩნდა რომ. ჩვენ და ამერიკელები უკვე დიდი ხანია კოსმოსში დავფრინავთ. ნუ, თუ მხედველობაში მივიღებთ ციოლკოვსკის იდეებს, ეს მოსალოდნელიც კი იყო (აი, რაც არ მყოფნის ყავაში, ეს შაქარია. ვეკითხები გეიგერს, არ შეიძლება ცოტა შაქარი? ის კი ამბობს რომ, ძნელი სათქმელია ჩემს დასუსტებულ ორგანიზმში გლუკოზამ რა შეიძლება მოიმოქმედოს). კოსმოსში პირველი რუსი გაფრინდა, სამაგიეროდ ამერიკელებმა მთვარეზე დადგეს პირველებმა ფეხი. მე პირადად, კოსმოსზე და მთვარეზე, ცოტა რამ ვიცი მაგრამ, ვფიქრობ იქ არაფერი გვესაქმება.
— ადამიანმა ყველაზე ღრმა ზღვის ფსკერამდეც ჩააღწია აგრძელებს გეიგერი.
მე მას თავს ვუქნევ.
— თქვენს დროში, მსგავს რამეებზე ოცნება მაინც თუ შეიძლებოდა ? მეკითხება ვალენტინა.
— დიახ, გარკვეული იდეები ამ მიმართულებით იმთავითვე არსებობდა. ვყვები რომ დიდ ბაზრობებზე იყო ასეთი სათამაშო — „ავსტრალიის მაცხოვრებელი“. შედარებით დიდ, ორივე მხრიდან თავდაცული და წყლით სავსე ჭურჭელში (მინის), თვალებდაჭყეტილი მამაკაცის პატარა ფიგურა დაცურავდა, ვერტიკალურ მდგომარეობაში. ზევიდან ჭურჭელზე რეზინის მემბრანა მაგრდებოდა. დააჭერ მემბრანას ხელს და „ავსტრალიელი“ თავისი ღერძის გარშემო იწყებდა ციბრუტივით სწრაფად ბრუნვას, თან, ასევე სწრაფად მიქანდებოდა ფსკერისაკენ. „აი ნახეთ, ნახეთ — „ავსტალიელი“ ეშვება ზღვის ფსკერზე და იქ ეძებს ადამიანთა ბედნიერებას!“ მთელი ხმით გაჰყვიროდა გამყიდველი, რომელიც ეფექტურად, აღტაცების ნიშნად ცალ ფეხზე ხტუნავდა ხოლმე, ხან ხმამაღლა ყვიროდა, ხანაც იდუმალი სახით დაადაბლებდა ხმის ტემბრს და რაც მთავარია ელვისებური სისწრაფით, ბაზრის ხან ერთ კუთხეში გაისმოდა მისი ყიჟინა, ხანაც მეორეში. „ავსტრალიელი“ იწყებს ჩაყვინთვას და ხალხი ერთობოდა იმით რომ, ადამიანთა ბედნიერების მაძიებელნი და მისთვის მებრძოლნი ასე არა ჩვეულებრივად გამოიყურებიან, რომ ისინი ასეთი მოძრავნი არიან. რუსეთის მაცხოვრებელმა ავსტრალიელისგან განსხვავებით, ასე სწრაფად ბზრიალ-ტრიალი რა თქმა უნდა არ იცოდა. გეიგერს ხელი ვალენტინას მხრებზე აქვს ჩამოდებული. თითები როგორღაც, მაშინალურად აწვალებენ მისი თმის ბღუჯას. ჩემზე მიუთითებენ. თეატრალური ჩურჩულით ეუბნება ყურში:
— აქ ხომ ლაპარაკია არა მხოლოდ სტიქიის დამორჩილებაზე, უფრო მაღლა ავიღოთ — კაცთა მოდგმის ბედნიერებასთან გვაქვს საქმე.
— ბედნიერებისთვის ბრძოლა თქვენ არც თუ მაინც და მაინც შთაგაგონებთ და გაღელვებთ? მეკითხება ვალენტინა.
— მას, საზოგადოდ, მხოლოდ ტრაგედიები მოაქვს.
— ვალენტინას, გეიგერის ხელისგან განთავისუფლების მცდელობაც კი არა აქვს. იცინის. საინტერესოა, არის თუ არა მათ შორის რაიმე სახის ურთიერთობა?
ისე ექცევა, თითქოს მისი პატრონი იყოს. გეიგერი კიდევ რაღაცეებს მელაპარაკებოდა ტექნიკურ პროგრესზე მაგრამ, მე რა თქმა უნდა ბევრი რამ არც კი დამამახსოვრდა.
ჰოო, კი ბატონო, ახლა ბურთულებიანი კალმებით სწერენ (კალამში მოთავსებულია ბურთულა) — აი, თურმე რას მიმალავდა ვალენტინა ამ რამდენიმე დღის წინ. მათ ამით, განცვიფრებისგან მიღებული სტრესისგან ჩემი დაცვა სურდათ. პატიოსნად მოგახსენებთ: არ განვცვიფრებულვარ და შესაბამისად, არც სტრესი განმიცდია.