ევგენი ვოდოლაზკინი

ვოდოლაზკინი ევგენი გერმანის ძე (1964 წ.) — მწერალი, ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე. პრემია ,,დიდი წიგნის’’ ლაურეატი (2013წ).
დაიბადა კიევში, დაამთავრა შევჩენკოს სახ. კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ავტორის სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ძველი რუსეთის ისტორიული წყაროები, ძველი რუსეთის ეგზეგეტიკა. არის ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიიღო აქტიური მონაწილეობა ენციკლოპედია „სიტყვა იგორის პოლკზე“-ს და სერიის, ,,ძველი რუსული ლიტერატურის ბიბლიოთეკა“— ს შექმნაში. კითხულობდა ლექციებს სანქტ პეტერბურგისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში.
პირველი გამოქვეყნებული რომანი გახლავთ — „სოლოვიოვი და ლარიონოვი“. 2013 წ. ევგენი ვოდოლაზკინს რომანისათვის „ლავრი“, გადაეცა პრემია „დიდი წიგნი“. მკითხველი საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა რომანმა, „ავიატორი“.
ვოდოლაზკინის შემოქმედებას ახასიათებს, სიღრმისეული რუსული სულიერი და ფსიქოლოგიური პროზისა და ამაღლებული ლიტერატურულ-ფილოლოგიური კულტურის ორგანული შერწყმა.