კონტრაპუნქტის მცდელობა
შეიძლება ითქვას, რომ ხმა ტენორის
კანკალებს, ზღვარზე გადაშენების,
სივრცეები ავსებენ უჯრებს,
თუ ყველაფერი აღიარეს ეწყებათ ფეხთა
კანკალი, მერე იწყებენ მაქმანებიან
გაურეცხავ წინდებში ჭკნობას
და სუნი ფიქრის რაღაც დროს აძლევს.
ადამიანისთვის სამყარო ესე,
მობილიზებულია დედის წიაღში,
მამინაცვლები, მიჩურინის კლასიკური ლარვიდან გახლავთ,
თუ გინდათ მე თქვენს წინდებს გავრეცხავ,
აგერ ცხელი წყალიც გამოუშვეს,
აქ, როგორც ჩანს, მარყუჟი ჩამოცურდა
და ჩემს ხორხს კაწრავს.
თქვენ ამბობთ სულზე, იქნებ და კიდეც,
თუმც ვერცხლისწყალი და წყალიც უფრო
უკეთესია, ის აირია თხევად
ფაზაში და სტაბილურიც, მე მაგალითად
სოკო მაქვს და ეს სუნიანი ინფექცია კი არა,
ინსტრუმენტია რემონტისათვის,
თუ არადა ახლებს ვიყიდი,
ან არ ახსენოთ ეს სული და დიდებულია.
ხდება ხოლმე რომ ლურსმნებიდან ჩამოვარდები,
თავჩაქინდრული ვაიმარელის ჩუმი მრჩეველი,
ნორჩი ძუკნასთვის ყველა მხრიდან რომ ეპარება,
სანამ წინდები სასიამოვნოდ სუნთქავენ პირში,
სავიმპელო ყელსახვევივით,
მე კი უკეთესს ამას ვიზამ, გადავამოწმებ,
რომ დავუსვა წერტილი ბოლო
თევზს პირველშობილს.




