ვინ გითხრა რომ მიყვარს ლექსი? არ მიყვარს...


                                * * *

ვინ გითხრა რომ მიყვარს ლექსი? არ მიყვარს.
ცუდად მკითხველს ხომ საერთოდ ვერ ვიტან.
სჯობს ვუქნევდე ხომალდს ხელებს მაღლიდან,
დავემალო წვიმას სტატუეტისგან.

ასველებდა, ფარდას აშრიალებდა
და ქვიშაზე აკეთებდა ნასვრეტებს,
ლექსის მიღმა დიდრონ ხაზებს ავლებდა,
სიამაყის, თავმდაბლობის გარეშე.

ჰე, მოზიდე მურყნის უშნო ფოთოლი,
უწესრიგოდ დაყრილ მორზე გადახტი,
ვაღიარებ, პოეტია ბომონდი,
ნორმალური ხალხი არის რაც არის.

ცხრიდან ოთხმოცდაათამდე ცხრას ვეტყვი,
ნეტავი სულ არაფერი გეწერათ,
გყვარებოდათ არც ნაკლები, არც მეტი,
სეირნობა, წვიმები და ფერება.