კარგი იქნებოდა ლექსის...
* * *
კარგი იქნებოდა ლექსის შეთხზვა
სისულელეებით,
სასაცილო აზრებისგან,
სიტყვა ფუჭი მადნებისგან.
სიცარიელეებიდან,
იმ გამონათქვამებიდან,
რაც ენაზე მოადგებათ,
სისულელის მოამბეთა.
რომ პირქუში ხარმსის გამო,
ლექსს შუშები ვერ უბზარონ,
არამედ, როგორც ორპირი,
როგორც შუქი, შუქის ჩრდილი...
დაგვიანებულ სხივივით,
დაკიდებულ ღრუბლებს შიგნით,
გაიქცეს თავპირის მტვრევით,
ვით ოზონი ქარში, მტვერში.




