შეხე, ოქროსფერი ვოსპი...


                * * *

შეხე, ოქროსფერი ვოსპი,
ზარით გაზაფხულებს კოცნის.
ცაში სურთ გოგონებს ფრენა,
ბიჭებს წასვლა უნდათ ომში.

ვაბიჯებთ მე და შენ მიწას,
ცხოვრების შუაგულ ზვავში.
ჩემს სახელს დავაწერ მინას,
სახელს — სიყვარულისავით.

შენს ხელებზე — ასი წელი,
შენს თვალებში — სიზმართ წყება,
მაჩუქე ეს სილუეტი,
და სიტყვათა დავიწყება.

ბაღში მინდა ვსეირნობდე,
კარგ ამბების ლოდინში ვარ.
მოგიპარავ მე შენ ოდეს,
იმ წარსული ვნებებიდან.

როცა გავშლით ფრთებს ორმხრივად,
მივხვდებით და დავიხსომებთ,
ტყუილად არ გვიცხოვრია,
და ტყუილად არ ვიცხოვრებთ.