ბრალდების მოწმეები
ბიჭისგან, რომელიც დამწყები ჯიბის ქურდია
და პირველად მოხვდა მილიციაში, შევიტყვე, რომ
თითებზე ყველაზე საუკეთესო ანაბეჭდები მაქვს.
ქურდისთვის ასეთი თავისებურება დაღუპვის,
უბედურების ტოლფასი იყო.
და ამ უნიკალურ ნიმუშთა მოშთობას, მოჭრას, დასახიჩრებას
ვცდილობდი წამების ფასად.
მაგრამ განადგურებული ნიმუში ისევ ჩნდებოდა,
როგორც ცხიმიან კუპიურაზე
მოღალატის თავდაჯერებულობა.
შემდეგ უკვე მივმართე კრიმინალური ალქიმიის მიღწევებს —
ბრალდების მოწმეებს ვდაღავდი კირით, ბერტოლეტის მარილით.
მაგრამ მსგავსი პროცედურების შემდეგაც, დაწყევლილი ხაზები
ისევ მთლიანდებოდნენ, დაუცველი სინდისის მტკიცებულებებად.
... მე არ ვცდილობ გამორჩეული ვიყო
არც ნაწიბურებით და არც „სიფათით“ —
ადრიდანვე არ მიყვარს, როცა ცნობისმოყვარეობით გიყურებენ.
და მხოლოდ პოეზიაში ვცდილობ ვიყო არავის მსგავსი,
რომ სასამართლოში იგი მიღებულ იქნეს,
როგორც ანაბეჭდები ჩემს თითებზე.




