ისევ სუფთა წყლის ზეიმი, სულელური იმედები...
* * *
ისევ სუფთა წყლის ზეიმი, სულელური იმედები,
რომ მორალი შეარბილოს, სიყვარულის მიზეზებით.
მიზეზები სიხარულის არ არის და არც იქნება,
სიმწარისგან, სიბრაზისგან მხოლოდ ქალის ცრემლი დნება.
ასე უფრო ადვილად გვწამს და გვჯერა რომ მართლა აღდგა.
ისევ ქარი და ბავშვები გარემოს აფრთხობენ ახლა.
ისევ ქაფდება მუსიკა, იმღვრევა და იბერება.
გაზაფხულის შუქზე ესეც არც თუ ცუდად იმზირება.




