პოლკოვნიკს ოქროს კბილები გამოუჩნდა...

                                    * * *

პოლკოვნიკს ოქროს კბილები გამოუჩნდა,
ქირურგმა ჭიქა მაგიდას მიარტყა,
ერთი სტუმარი სოკოს ჭამს, სოკო უყვარს,
ქალები ცეკვავენ თავხედურ „პლიასკას“.

ვიღაცას უკმეხად ბურჟუა უწოდეს,
ქეიფის მიზეზი არ ახსოვს არავის,
ცნობილი არტისტი, რა ელის, არ უწყის,
მეზობელ ოთახში ქურქს იხდის დაღლილი.

საფრანგეთში პოლკოვნიკი კაპრალი იქნებოდა,
მსახიობი და ქირურგი ქსოვილით ივაჭრებდნენ,
მაგრამ რით ავუხსნა თავს რომ გენერლად გრძნობს,
რომ მათხოვარია და ტალახში იზილება